გუფაგუ — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. არასაძიხის თემის ცენტრი (სოფლები: არასაძიხი, მეორე არასაძიხი).
მდებარეობს კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე მოქვის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 280 მ, ოჩამჩირიდან 20 კმ. მოსახლეობა — 457 მცხოვრები (1989).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[1].
ლიტერატურა
სქოლიო