წკრიში — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ტამიშის თემი), შავი ზღვის სანაპიროზე. ზღვის დონიდან 10 მ, ოჩამჩირიდან 17 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1,5 კმ.[1] მისი ადგილობრივი სახელწოდებაა წყირიში, ასე ჰქვია პატარა მდინარესაც, რომელიც აქვე გაედინება. სახელწოდება ქართულია და მეგრულად ნიშნავს „რწყილისა“. აფხაზებმა სოფელს და მდინარესაც უწოდეს წკრიში. 1886 წელს შედიოდა ტამიშის თემში წყირიშის სახელწოდებით.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]
სქოლიო