დღამში — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ჯგერდის თემი), მდინარე დღამშის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 120 მ, ოჩამჩირიდან 28 კმ.[1] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[2] მისი ქართული დასახელებაა დღამიში. სახელწოდება წარმოებულია ზანურ-სვანური ტოპონიმების მაწარმოებლი -ში სუფიქსით. 1886 წელს ჯგერდის თემში შედიოდა დღამიშის სახელით. სოფლის სახელი აფხაზურ ყაიდაზეა გაფორმებული და „დღამშ-ი“ (აფხ. Дҕамшь) ეწოდება.[3]
სქოლიო