აბააქითი[1][2] (აფხ. Абаақыҭ) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (კუტოლის თემი), მდ. ბზანის სათავეში, ზღვის დონიდან 260 მ, შავი ზღვიდან 22 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. სოფლის მოსქხლეობა 1989 წლის მდგომარეობით შეადგენდა 471 კაცს.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
1949 წელს კვიტოულის თემში შედიოდა. სახელწოდება აბააქით (Абаақыҭ) აფხაზურია და „ციხის სოფელს“ ნიშნავს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.
ლიტერატურა
- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 122, თბ., 2016.
სქოლიო