წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.
იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმისსახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.
ცხოვრება აღწერილი წმინდა წერილში
გადმოცემის თანახმად იესო ქრისტემ მოციქულთა შორის პირველს ანდრიას მოუწოდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის მოწაფე იყო და სხვა დანარჩენის მსგავსად მესიის მოსვლისათვის ემზადებოდა. მოინათლა რა იესოც იორდანეში, ნათელი გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით. მაშინ იოანე მოუტრიალდა თავის მოწაფეებს და უთხრა:
„ესე არს ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი -(იოან. 1:29)“
მეორე დღეს, დილით, ანდრია თავის ძმასთან - სიმონთან მივიდა და უთხრა: ჩვენ ვნახეთ მესია - ქრისტე და ისიც მიიყვანა იესოსთან. უფალმა შეხედა სიმონს და უთხრა:
„შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“ -(იოან. 1:42)“
იმ დღეს განიმსჭვალა სიმონი უფლის სიყვარულით, თუმცა მოციქულად არჩევისთვის ჯერ დრო არ იყო მოსული. მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელი მხილებისათვის დაატუსაღეს, იესო მივიდა ანდრიასა და პეტრესთან და უთხრა მათ:
„მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას -(მათ. 4:18-20)“
აქედან მოყოლებული, წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან და სხვა ახლად მოწოდებულ მოწაფეებთან ერთად აღარასოდეს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისა და უბრალოებისათვის უყვარდა პეტრე მოციქული; ერთხელ იგი სიმონის ღარიბულ სახლს ეწვია, სადაც ხელის შეხებით განკურნა მისი ციებ-ცხელებით სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულის, რომლებიც ნათლად მოწმობდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა. ერთხელ უფალი ფილიპეს კესარიიდან მოვიდა (ეს ქალაქი იორდანეს სათავეში მდებარეობდა და აშენებული იყო ჰეროდე მეფის ძის ფილიპეს მიერ კეისარ ტიბერიოსის პატივსაცემად), ჰკითხა თავის მოწაფეებს:
„რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას -(მათ. 16;13-18)“
ერთხელ როდესაც თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა გუნდს ესაუბრებოდა საკუთარ სისხლითა და ხორცით მასთან ზიარებაზე, მრავალი მოწაფის გონებამ ვერ დაიტია მისი სიტყვები და განშორდა მას. ხოლო იესო მიუბრუნდა თორმეტ მოციქულს და ჰკითხა:
„ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ -(იოან. 6;67-69)“
სწორედ პეტრე მოციქული იყო ის ვინც აბობოქრებულ ზღვაში მოარულ უფალთან ფეხით შეხვედრა მოინდომა და სთხოვა უფალს:
„უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ -(მათ. 14;28-33)“
უფლის სხვა ორ მოწაფესთან - იაკობთან და იოანესთან ერთად წმინდა პეტრე მოციქული ღირს იქმნა უფლის ფერისცვალების დიდება ეხილა თაბორის მთაზე. როდესაც მოახლოვდა უფლის ნებაყოფლობითი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის დრო, წმინდა პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოამჟღავნა იესო ქრისტეს მიმართ ერთგულება და მაშინ, როდესაც იუდა ისკარიოტელმა გასცა უფალი, პეტრე ეცა ერთ-ერთ მათგანს და ყური მოკვეთა. მიუხედავად პეტრე მოციქულის ესოდენი სიყვარულისა, ღმერთმა მაინც დაუშვა მის მიერ უფლის სამგზის უარყოფა.
„ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ -(მათ. 26;69-75)“
წმინდა პეტრე მოციქულთაგან პირველი იყო ვისაც ეჩვენა მკვდრეთით აღმსდგარი უფალი.
„და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ -(I კორ. 15;5)“
მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა მიიღო წმინდა პეტრეს გულხურვალე სინანული; მისივე სამჯერ უარყოფა სამჯერადი აღიარებით წარხოცა და მიჰმადლა სულიწმინდის მადლი.
„სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი -(იოან. 21;15-19)“
ქადაგება
მას შემდეგ, რაც სულიწმინდით შეიმოსნენ მოციქულები, პეტრემ მრავალი მორწმუნე შეჰმატა ახლად დაარსებულ რელიგიას - ქრისტიანობას. (საქ. მოც. 2:14-41; 3:1-26; 4:4), აღასრულა მრავალი კურნება (საქ. მოც. 3:1-8; 9:32-34), აღადგინა მკვდრები (საქ. მოც. 9:36-42) და არათუ ხელები და სიტყვები ჰქონდა სასწაულმოქმედების ძალით შემოსილი, არამედ თვით ჩრდილიც კი კურნავდა მასთან მისულ სნეულებს (საქ. მოც. 5:15). ამის შემხედვარე ჰეროდე მეფემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მოაკვლევინა იოანე ღვთისმეტყველის ძმა - იაკობ ალფესი. ესეც არ იკმარა და დააჭერინა თავად პეტრე მოციქულიც, დაადო ორი დიდი ხელბორკილი და საპყრობილეში ჩააგდო. ღამით დატყვევებულ პეტრეს ანგელოზი ეახლა და უთხრა:
„აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა -(საქ. მოც. 12:1-11)“
პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას უქადაგებდნენ მხოლოდ იუდეველებს.
„და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად -(საქ. მოც. 10:11-16)“
ცხოვრება აღწერილი წმ. სვიმეონ მეტაფრასის მიერ
პირველი მისიონერული მოგზაურობა
იერუსალიმიდან წმინდა პეტრე სტრატონიის ქალაქ კესარიაში მივიდა, სადაც თავის მხლებელ ხუცესთაგან ერთ-ერთი ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ქრისტიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალაქ სიდონში მრავალი სნეული განკურნა და ეპისკოპოსიც დაადგინა, პეტრე მოციქული ქალაქ ბერიტში ჩავიდა და აქაც დაასხა ხელი ღირსეულ კაცს. შემდეგ ფინიკიის ქალაქ ბიბლოსში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, იქიდან კი იმავე მხარის ქალაქ ტრიპოლიში ჩავიდა, სადაც ერთი გონიერი მორწმუნის - მარსონეს სახლში მკვიდრობდა, რომელსაც ასევე დაასხა ხელი და ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ხალხს. ტრიპოლიდან პეტრე მოციქული ორთოსიაში ჩავიდა, შემდეგ კი კუნძული არადოსი, ქალაქი ვალანეა, პონტოს სამეფო და ლაოდიკია მოვლო სახარების ქადაგებით, სადაც დაადგინა ეპისკოპოსად ღირსეული ადამიანი. ლაოდიკიიდან სირიის ქალაქ ანტიოქიაში ჩავიდა, სადაც სიმონ მოგვი ემალებოდა რომაელ მხედრებს, რომელთაც იმპერატორ კლავიდიუსისაგან მისი შეპყრობა და რომში ჩაყვანა ჰქონდათ ნაბრძანები. პეტრე მოციქულის ჩასვლისთანავე სიმონ მოგვი იუდეაში გაიქცა. აქ პეტრე მოციქულმა რამდენიმე კაცს ეპისკოპოსად დაასხა ხელი: მარკიანეს - სიცილიის ქალაქ სირაკუზასთვის და პანკრატეს - ქალაქ ტავრომენიისათვის. ანტიოქიიდან წმინდა პეტრე მოციქული კაბადოკიის ქალაქ ტინიანში ჩავიდა, აქედან კი გალატიის ქალაქ ანკვირს ეწვია. ანკვირში მან დააფუძნა ეკლესია და დაადგინა ეპისკოპოსი და გაემართა პონტოს სინოპში, იქიდან კი ამავე მხარის შუაგულში მდებარე ქალაქ ამასიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. შემდეგ მოიარა მცირეაზიის სხვა ქალაქებიც: განგრა, ჰონორიადა, ნიკომედია და ბოლოს ქალაქ ნიკეაში გაჩერდა. აქ მან დააფუძნა ეკლესია და გაემართა იერუსალიმისაკენ. გზად გაიარა: პისიუსტი, კაბადოკია, სირია, ანტიოქია და ბოლოს ჩავიდა იერუსალიმში, სადაც შეხვდა წმინდა პავლეს.
მეორე მისიონერული მოგზაურობა
დღესასწაულების შემდეგ პეტრე კვლავ ბრუნდება ანტიოქიაში, სადაც ევოდი დაადგინა ეპისკოპოსად. შემდეგ ფრიგიის ქალაქ სინადში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, აქედან კი ნიკომედიაში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად წმინდა პროხორეს დაასხა ხელი. ჰელესპონტის ქალაქ ილონში ჩასულმა პეტრე მოციქულმა ეპისკოპოსად კორნილიოს ასისთავი დაადგინა და შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც მას თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:
„აღდეგ, პეტრე და დასავლეთს წადი! იმის დროც დადგა რომ იგიც განათლდეს შენი ქადაგებით. მე კი შენთან ვიქნები და შეგეწევი!“
მესამე მისიონერული მოგზაურობა
იმ დროისათვის რომაელებს შეეპყროთ სიმონ მოგვი, რომელიც დასასჯელად რომში ჩაიყვანეს. რომში მან თავისი გრძნეულებით მრავალი ხალხი მოხიბლა და იმის მაგივრად, რომ დაესაჯათ, ღმერთადაც კი აღიარებდნენ მას. თავისი ხილვის შემდეგ პეტრე მოციქული ადგა და რომისაკენ გაემართა. გაემართა ჯერ ანტიოქიაში, სადაც წმინდა პავლე მოინახულა, სადაც ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი ურბანს; ადრიატიის ქალაქ ლევკიის ეპისკოპოსად - ეპაფროდიტეს; აპელიოსს, პოლიკარპე სმირნელის ძმას - სმირნის ეპისკოპოსად; ფიგელაოსს კი - ეფესოს ეპისკოპოსად. მოგვიანებით ფიგელაოსი განდრკა სარწმუნოებისაგან და სიმონ მოგვს თანაეზიარა. ანტიოქიიდან პეტრე მოციქული მაკედონიაში ჩავიდა, სადაც ასევე დაასხა ხელი ოლიმპს - ფილიპელთა ეპისკოპოსად, იასონს - თესალონიკელ ეპისკოპოსად, სილას - კორინთელთა ეპისკოპოსად, იროდიონს - პატრიას ეპისკოპოსად. შემდგომ სიცილიისკენ ხომალდით გაეშურა და ქალაქ ტავრომენიაში ვინმე მაქსიმ დააყენა ეპისკოპოსად, იქიდან კი რომში ჩავიდა.
დაპირისპირება სიმონ მოგვთან
რომში ჩასულმა მოციქულმა დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება, რომლის შემხედვარე სიმონ მოგვი შურით აივსო და მის წინააღმდეგ გამოემართა. არაერთხელ ეცადა სიმონ მოგვი პეტრე მოციქულის ჩამოშორებას, ხან სიტყვით, ხან ცრუ-სასწაულებით, მაგრამ ვერაფერს გახდა. რომში მცხოვრები ხალხი, რომელიც დაბრმავებული იყო სიმონ მოგვის სასწაულთმოქმედებით, გვერდს ვერ უვლიდა პეტრე მოციქულის პიროვნებას და მის სულიერ უპირატესობას. ერთხელაც, როდესაც პეტრე მოციქული მიხვდა რომ შორიდან პაექრობით არაფერი გამოვიდოდა გადაწყვიტა სახლში ხლებოდა სიმონ მოგვს. სახლთან მას მრავალი ადამიანი დახვდა, რომლებმაც გზა გადაუღობეს და უთხრეს, რომ გასცლოდა სიმონ მოგვის სახლს, თორემ სახლის დარაჯი აუცილებლად მოკლავდა, თუკი მას ბოროტი განზრახვა ექნებოდა და მიუთითეს დიდ შავ ძაღლზე. პეტრე მოციქული მიუბრუნდა ძაღლს და უთხრა: წადი და გადაეცი სიმონს: პეტრეა მოსული, ქრისტეს მოციქული, და შენთან შემოსვლა სურსო! ძაღლი შევიდა სახლში და ყველას გასაგონად ადამიანური ხმით მოახსენა მოციქულის მისვლის შესახებ. ყველა განცვიფრდა .განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როდესაც სიმონმა ძაღლი გამოუშვა და დააბარა, შემოვიდეს პეტრეო. პეტრეს სახლში შესვლისთანავე სიმონმა მრავალი ჯადოქრობა გამოიყენა, თუმცა პეტრე მოციქულმა ყველა მათგანს სძლია. სიმონი კი მაინც განაგრძობდა მისნობას. ერთხელაც რომში ერთ კეთილშობილ ქვრივ დედაკაცს შვილი გარდაეცვალა, მრავალი მოდიოდა მის სანუგეშოდ. მათგან ზოგი პეტრესთან და ზოგი კი სიმონთან მისვლას ურჩევდა. ჭაბუკის დასაფლავების დროს უამრავი ხალხი შეიკრიბა, რომ საბოლოოდ გადაეწყვიტათ, ვისი მოძღვრება ეღიარებინათ. თავდაპირველად სიმონ მოგვი ადგა და თქვა, თუ მე გავაცოცხლებ მიცვალებულს, მაშინ პეტრე უნდა მოკლათო, რაზეც ხალხი დათანხმდა. სიმონმა თავისი გრძნეულებით მხოლოდ ის შესძლო, რომ მიცვალებულმა თავი გააქნია, გახელებული ხალხი ეცა პეტრე მოციქულს მოსაკლავად. წმინდა პეტრემ თქვა, მოიცადეთ, თუ ცოცხალია, ადგეს და გაიაროსო. მიცვალებულმა არ გაიარა, ხალხმა სიმონი დაიჭირა და მოსაკლავად მოამზადა. მაშინ ადგა პეტრე მოციქული, აღაპყრო მაღლა ხელები და თქვა: ჭაბუკო აღდეგ! შენ განგკურნავს და მკვდრეთით აღგადგინებს უფალი ჩემი იესო ქრისტე! ჭაბუკი უმალ ადგა და ჩაუვარდა პეტრე მოციქულს ფეხებში. ამის შემდეგ ხალხმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალაქიდან გააძევა სიმონი. ასე გრძელდებოდა, სანამ იმპერატორ კლავდიუსის მემკვიდრე - ნერონი არ ავიდა ტახტზე. ნერონმა, რომელსაც დადებითი წარმოდგენა შეუქმნეს სიმონ მოგვზე, დააბრუნა იგი ქალაქში. სიმონი არც ახლა ისვენებდა, მრავალი ფუჭი სასწაული მოახდინა, რომლებიც წმინდა პეტრემ ამხილა და გამოაშკარავა და ბოლოს, როდესაც სიმონი ვეღარაფერს გახდა, გადაწყვიტა ისეთი სასწაული მოეხდინა, რომ საბოლოოდ დაეპყრო ხალხის გულები. გამოაცხადა, ზეცად ავმაღლდებიო. ამისათვის სიმონი ავიდა ყველაზე მაღალ შენობაზე, გაიკეთა დაფნის გვირგვინი და იქიდან ეშმაკების ძალით დაიწყო ფრენა. ამის შემხედვარე მოციქულმა პეტრემ გულმხურვალედ ილოცა და მაღლა აფრენილ სიმონს გამოაცალა ეშმაკებზე დასაყრდენი ძალა. სიმონ მოგვი ტყვიასავით გამოექანა და დაებერტყა მიწაზე, მას დიდხანს არ უცოცხლია -მეორე დღეს ტანჯვით ამოხდა სული.
პეტრე მოციქულმა დამოძღვრა და გააძლიერა მორწმუნეები რწმენაში და ესპანეთში გაეშურა. ეპისკოპოსად კი ლინე აკურთხა. ესპანეთში იქაური იბერიის უძველეს ქალაქ ტარაკონში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად ეპაფროდიტე (არა 70 მოციქულთაგანი) დაადგინა. შემდეგ სირმიანში ქადაგებდა, სადაც ეპისკოპოსად ეფენეტე დაადგინა. შემდეგ გასცურა აფრიკისკენ და ჩავიდა კართაგენში, სადაც ეპისკოპოსად კრისკენტი აკურთხა. შემდეგ ეგვიპტეს მიაშურა და აკურთხა ეპისკოპოსად: შვიდკარიბჭოვან თებეში - რუფე, ალექსანდრიაში - მარკოზ მახარებელი და დაბრუნდა იერუსალიმში ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით.
მეოთხე მისიონერული მოგზაურობა
იერუსალიმიდან პეტრე მოციქული ეგვიპტისაკენ გაემართა, მოვლო აფრიკა და ისევ რომში ჩავიდა, საიდანაც მედიოლანში გადავიდა, შემდეგ ფოტიკინში. წმინდა პეტრემ იქადაგა ასევე ბრიტანეთშიც, სადაც არაერთი წელი დაჰყო, აქაც დააარსა ეკლესია და მოღვაწეობდა, ვიდრე არ გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა:
„პეტრე! მოახლოვდა ამა ქვეყნიდან შენი განსვლის დღეც! შენ რომს უნდა ჩახვიდე, სადაც ჯვარზე სიკვდილს დაითმენ და ღირსეულ საზღაურს მიიღებ უფალ იესო ქრისტესაგან!“
ნერონის ზეობის მეთორმეტე წელს იგი რომში ჩამოვიდა და ეპისკოპოსად კლიმენტი დაადგინა.
მოწამეობრივი აღსასრული
იმ დროს ნერონი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მრავალი ხარჭა, რომელთა შორის ორი თავისი მშვენიერებით და გონიერებით გამოირჩეოდა.მათ მიიღეს პეტრე მოციქულის სიტყვები და მოინათლნენ, ჩაიკეტნენ და დაიწყეს ღირსეული ცხოვრება. ნერონმა გაიგო ამის შესახებ და დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მათ შორის პეტრე მოციქულს სდევნიდა განსაკუთრებით. წმინდა პეტრე მოციქულს მისმა მეგობრებმა ურჩიეს, გასცლოდა რომს, ნერონის მრისხანებას რომ არიდებოდა. იგი კი მტკიცედ უარობდა, თუმცა ბოლოს სრულიად ეკლესიის თხოვნით მოუწია რომის დატოვება. ღამით, როდესაც ქალაქის გალავანს მიუახლოვდა და უნდა გასულიყო კარიბჭეში, შეეგება მაცხოვარი. მოციქული ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:
„- ვიდრე ხვალ, უფალო?
- რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!
- მიუგო უფალმა და უხილავი შეიქმნა.“
ამ შეხვედრამ სრულიად შეცვალა პეტრე მოციქულის აზრები და ქრისტესთვის საწამებლად კვლავ შებრუნდა ქალაქში, სადაც ის შეიპყრეს. მის გვერდით ასევე აღმოჩნდენ კლიმენტი, იროდიონი, ოლიმპი და სხვა მარავალნი. რომაელმა მსაჯულმა კლიმენტი - გაათავისუფლა როგორც ხელმწიფის ნათესავი, წმინდა პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი მიესაჯა, ხოლო ყველა დანარჩენს კი - მახვილით თავისმოკვეთა. პეტრე მოციქულმა ღირსად არ მიიჩნია თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო და ითხოვა თავდაყირა გაეკრათ ჯვარზე.მოწამეობრივად აღსრულებული პეტრე მოციქულის ცხედარი ეპისკოპოსმა კლიმენტიმ გამოსთხოვა რომაელ მეომრებს, ჯვრიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.
ასე აღესრულა ქრისტეს მოციქულთა თავი წმინდა პეტრე, 67 წლის 29 ივნისს.
წმინდა ნაწილები
პეტრე მოციქულის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა:
ერთნი ამტკიცებენ, რომ წმ. პეტრე დასაფლავებულია რომში. გადმოცემით პირველი ბაზილიკა კონსტანტინეს მიერ აიგო წმ. პეტრეს დასაფლავების ადგილას, მოგვიანებით იმ ადგილას ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი ააგეს. 1939-1949 წლებში ტაძრის ქვეშ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც დაადასტურა ძველი სასაფლაოს არსებობა. 1952 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ I-II საუკუნეებში ამ სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი განსაკუთრებით თაყვანიცემებოდა. შემდგომი სამუშაოები ჩატარდა იტალიელი არქეოლოგის - მარგარიტა გუარდუჩის მიერ. 1964 წელს მან გამოუშვა წიგნი „წმინდა პეტრეს რელიქვია ვატიკანის ბაზილიკის ქვეშ“ (იტალ.Reliquie Di Pietro Sotto La Confossione della Basílica Vaticana), რომელშიც ამ საფლავის პეტრე მოციქულთან კავშირის ალბათობას მაქსიმუმამდე ზრდიდა. 1968 წელს რომის პაპმა პავლე VI განაცხადა, რომ მეცნიერთა გამოკვლევებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პეტრე მოციქულის წმიდა ნაწილები ნაპოვნია.
მეორე, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფი კი პირიქით ამტკიცებს, რომ პეტრე მოციქული რომში არც ყოფილა და არც იქ არის დასაფლავებული.
რომაული მარტიროლოგიის თანახმად, 29 ივნისიპეტრე-პავლობის დღედ ითვლება, თუმცა მითითებული არ არის, რომ ისინი ამ დღეს გარდაიცვალნენ. პონტიფიჩიოს წელიწდეულის მიხედვით, პეტრე ახ. წ. 64 ან 67 წელს გარდაიცვალა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პეტრე ახ. წ. 64 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. ტრადიციის მიხედვით, რომის ხელისუფლების მესვეურებმა პეტრე თავდაყირა აცვეს ჯვარს. ასევე, პეტრეს განსასვენებლად ითვლება ადგილი, სადაც შემდეგში წმინდა პეტრეს ტაძარი ააგეს. ხელოვნებაში პეტრე მოციქულს ხშირად გამოსახავენ ცათა სასუფევლის გასაღებებით ხელში, რაზე მითითებასაც ვხვდებით მათეს სახარებაში (16:19).
ლიტერატურა
„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“ - რედ. ბ. ხარაიშვილი, თბილისი 2008 წ.
Jalur BaltikJalur Baltik di Lituania.Nama lainRantai Kemerdekaan BaltikTanggal23 Agustus 1989 (1989-08-23)LokasiRSS Estonia, RSS Latvia, RSS LituaniaPartisipan±2 juta orangSitus webbalticway.net Jalur Baltik atau Rantai Baltik atau juga Rantai Kemerdekaan [1] (bahasa Estonia: Balti kett, bahasa Latvia: Baltijas ceļš, bahasa Lituania: Baltijos kelias, bahasa Rusia: Балтийский путь) adalah sebuah demonstrasi politik yang damai, yang terjadi pada tan...
Sergels Torg dengan Kulturhuset (di sebelah kiri) pada malam hari Sergels Torg adalah lapangan umum terkenal di pusat Stockholm, Swedia. Tempat ini dinamai sesuai dengan nama pematung abad ke-18 Johan Tobias Sergel, yang bengkelnya terletak di daerah di sekitar lapangan ini. Tempat ini terkenal karena beberapa hal, termasuk peranannya sebagai titik awal untuk demonstrasi dan bentuk pemutaran lalu-lintas yang super elips. Tiang kaca yang tingginya 37 meter di tengahnya adalah Kristall-vertikal...
مجرة زهرة الشمس صورة التقطها مرصد جبل ليمّون، أريزونا، حيث المرقاب بقطر 24 إنش. مراقبة البيانات (J2000 حقبة) جزء من مجموعة M51 الكوكبة السلوقيان رمز الفهرس M 63 (فهرس مسييه)PGC 46153 (فهرس المجرات الرئيسية)[1]UGC 8334 (فهرس أوبسالا العام)2MASX J13154932+4201454 (Two Micron All Sky Survey, Extended source catalogue)MCG+07...
American ice hockey player This article is about the ice hockey player. For the family physician and public health management specialist, see Jonathan D. Quick. Ice hockey player Jonathan Quick Quick with the New York Rangers in 2023Born (1986-01-21) January 21, 1986 (age 37)Milford, Connecticut, U.S.[1]Height 6 ft 1 in (185 cm)Weight 218 lb (99 kg; 15 st 8 lb)Position GoaltenderCatches LeftNHL teamFormer teams New York RangersLos Angeles KingsV...
Seni Bantengan adalah sebuah Tarian Jawa yang meniru hewan Banteng, Kesenian ini berkembang di Mojokerto, Malang dan Batu. Sejarah Bantengan Bantengan merupakan pengembangan dari kesenian Kebo-keboan Ponoragan yang ada di Ponorogo. Ponorogo yang bersebelahan dengan Madiun sebagai kota berbagai perguruan silat, sehingga banyak pesilat yang berkunjung ke Ponorogo sebagai kota Reog. Seni Kebo-keboan dimaknai sebagai tolak bala dan penyelamat Raja Surakarta Paku Buwana II dari berbagai serangan p...
2020 Mongolian parliamentary election ← 2016 24 June 2020 Next → All 76 seats in the State Great Khural39 seats needed for a majority Party Leader % Seats +/– MPP Ukhnaagiin Khürelsükh 44.93 62 −3 DP Erdene Sodnomzundui 24.49 11 +2 Our Coalition Nambaryn Enkhbayar 8.10 1 0 RPEC Badrakhyn Naidalaa 5.23 1 New Independents – 8.71 1 0 This lists parties that won seats. See the complete results below.Constituencies won MPP Democratic Our Coalitio...
2014 Chinese filmThe Breakup GuruTraditional Chinese分手大師Simplified Chinese分手大师Hanyu Pinyinfēnshǒu dàshī Directed byDeng Chao Yu BaimeiWritten byBaimei YuProduced byRob Stanic Tim PurcellStarringDeng Chao Yang Mi Guli Nazha Liu YanCinematographyDu JieEdited byYiran TuRelease date June 27, 2014 (2014-06-27) Running time116 minutesCountryChinaLanguageMandarinBox officeUS$111.4 million (worldwide)[1] The Breakup Guru (Chinese: 分手大师) is a...
Indian ghazal singer Penaz MasaniIn a concert Shaam-E-Firdous at Ravindra Bhavan Bhopal September 2016BornNavsari, GujaratOccupation(s)Singer, dancerYears active(1981–present) Penaz Masani is an Indian ghazal singer who started singing in 1981 and has made over 20 albums.[1] Career In her career, she has won a number of awards, including the title of 'Shehzadi Tarunnam', by the state government of Uttar Pradesh 1996 and the 11th 'Kalakar Award' for 'Outstanding Contribution to ...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يوليو 2022) أم البراق الاسم الرسمي Umm al-Birak الإحداثيات 31°49′00″N 35°52′00″E / 31.816666666667°N 35.866666666667°E / 31.816666666667; 35.866666666667 تقسيم إداري البلد الأردن قائمة مح...
Shopping mall in Doncaster, South Yorkshire, England Frenchgate Shopping CentreLocationFrenchgate Shopping Centre, St Sepulchre Gate, Doncaster, South Yorkshire, England, DN1 1SWCoordinates53°31′24″N 1°08′14″W / 53.5233°N 1.1373°W / 53.5233; -1.1373Opening date4 October 1968; 55 years ago (1968-10-04)[1]DeveloperArndale GroupNo. of stores and services120Total retail floor area880,000 sq ft (82,000 m2)Websitefrenchgat...
American mixed martial arts fighter For the American football player, see DeVonta Smith. Devonte SmithDevonte Smith post fight interview at UFC 234Born (1993-07-30) July 30, 1993 (age 30)Cleveland, Ohio, United States[1]Other namesKing KageHeight5 ft 9 in (1.75 m)Weight155 lb (70 kg; 11 st 1 lb)DivisionLightweightReach76 in (193 cm)[1]Fighting out ofBedford, Ohio, United StatesTeamFactory X (2018–present)[2]RankPurple...
Autograph score of Dies irae The composition of Mozart's unfinished Requiem, K. 626, his last work, is surrounded by the following events. Before 1791 2 January 1772: Mozart participates in the premiere of Michael Haydn's Requiem in C minor.[1] 21 September 1784: Birth of Mozart's older son, Karl Thomas Mozart. 20 April 1789: Mozart visits Leipzig where he studied works by Bach.[2] December 1790: Mozart completes his string quintet in D (K. 593) and the Adagio and Allegro in F...
For the Gabonese airline, see AfriJet. Afrijet Airlines IATA ICAO Callsign 6F FRJ AFRIJET Founded1999Ceased operations2009HubsMurtala Muhammed International AirportFleet size1HeadquartersNAHCO BuildingMurtala Muhammed International AirportIkeja, NigeriaKey peopleColin Carr (owner) Afrijet Airlines was an airline with its head office in the NAHCO Building on the grounds of Murtala Muhammed International Airport in Ikeja, Nigeria.[1] It was established and started regional cargo operati...
السنه دى بتوافق فى التقويمين القبطى والمصرى 1739(قبطى), 6264(مصرى) شوف احداث السنه مواليد وفيات مواليد 2021 وفيات 2021 الفيه: الفيه 3rd قرون: قرن 20th – قرن 21st – قرن 22nd عقود: عقد 2000 عقد 2010 – عقد 2020 – عقد 2030 عقد 2040 سنين: 2019 2020 – 2021 – 2022 2023 2021 فى التقاويم التانيهتقويم ...
Voice synthesizer software In this Japanese name, the surname is Megurine. Megurine LukaMegurine Luka V4xDeveloper(s)Crypton Future MediaInitial releaseJanuary 30, 2009Stable releaseMegurine Luka V4X / March 19, 2015 Operating systemWindowsPlatformPCAvailable inJapaneseEnglishTypeVocal Synthesizer ApplicationLicenseProprietaryWebsiteec.crypton.co.jp/pages/prod/virtualsinger/cv03 Megurine Luka (巡音ルカ, Megurine Ruka),[1][2] codenamed CV03, is a Vocaloid software developed...
Cinta LauraCinta saat diwawancara oleh tim Narasi pada tahun 2020LahirCinta Laura Kiehl17 Agustus 1993 (umur 30)Quakenbrück, Nedersassen, JermanKebangsaanJerman[1]Nama lainCinta LauraPendidikan Universitas Columbia (2011—2014) Jakarta Intercultural School PekerjaanAktrispenyanyipenarimodelKarier musikGenrePop/danceelectropopR&B[2]InstrumenVokalTahun aktif2007—sekarangLabelSony Music IndonesiaSitus webcintalaurakiehl.coTanda tangan Cinta Laura Kiehl atau lebi...
Iranian writer and translatorThis article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (April 2021)Zahra Kia Zahra Kia (Khanlari) (born January, 1912 Solar, Tehran - June, 1989, Tehran) was a researcher, author and translator. She translated Persian language and literature.[1][2] Early life Kia was born in 1912 in the Sanglaj neighborhood of Tehran. Her father's ancestors came ...