ზაქარია (ლათ. Zacharias PP.; დ. უცნობია — გ. 22 მარტი, 752) — რომის პაპი 741–752 წლებში კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, მოიხსენიებენ 22 მარტს.
უკანასკნელი ბერძენი პაპი, დაიბადა კალაბრიაში. თავდაპირველად იყო ბენედიქტელი ბერი ლატერანში. თანხმობა მისცა პიპინ მოკლეს, რომ მიეღო მეფის ტიტული და ამით განამტკიცა პაპების ძალაუფლება.