ჰონორიუს II, ონორე II (ლათ. Honorius PP. II; ერისკაცობაში ლამბერტო სკანაბეკი; დ. 9 თებერვალი, 1060, ფანიანო, იმოლა — გ. 13 თებერვალი, 1130, რომი) — რომის პაპი 1124–1130 წლებში.
ოსტიის კარდინალ-ეპისკოპოსი 1117 წლიდან. 1122 წელს პაპ კალიქსტუს II-ის წარმომადგენელი იყო ვორმსის კონკორდატზე. ხელი შეუწყო ლოთარ III-ის იმპერატორად კურთხევას. 1128 წელს პაპის სამფლობელოების გაფართოებისათვის ბრძოლაში დამარცხდა როჟე სიცილიელთან.
ჰონორიუს II პაპად აირჩიეს 1124 წლის 21 დეკემბერს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1130 წლის 13 თებერვლამდე.
ლიტერატურა