მარჩელო ჩერვინი დაიბადა 1501 წლის 6 მაისს, მონტეპულჩანოში. სწავლობდა სიენის უნივერსიტეტში. იყო მრავალმხრივ განათლებული ადამიანი. გარდაიცვალა პაპად არჩევიდან სამ კვირაში.
მემკვიდრეობა
მარცელუს II-ს ჰქონდა მაღალი რეპუტაცია მისი ცოდნის, ტაქტის და სიწმინდის გამო. ითვლება, რომ პალესტრინას მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო საგალობელი პაპი მარცელუსის მესა[1] მის ხსოვნას ეძღვნება. მხოლოდ 22 დღიანი ბატონობით ის შედის 10 ყველაზე მცირე ხნით მყოფი პაპის სიაში.