პიუს VII (ლათ.Pius Septimus) ერისკაცობაში გრაფი ბარნაბა ნიკოლო მარია ლუიჯი კიარამონტი (იტალ.Barnaba Niccolò Maria Luigi Chiaramonti; დ. 14 აგვისტო, 1742, ჩეზენა — გ. 20 აგვისტო, 1823, რომი) — რომის პაპი1800–1823 წლებში. კარდინალი1785 წლიდან. ატარებდა ფრთხილ, ნაპოლეონისსაფრანგეთისადმი შემთანხმებლურ პოლიტიკას. 1804 წელს ნაპოლეონი იმპერატორად აკურთხა, მაგრამ მალე მასთან უთანხმოება მოუვიდა და 1809 წელს დააპატიმრეს, რომში დაბრუნდა ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ (1804). ამავე წელს აღადგინა იეზუიტთა ორდენი. მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას.