ალესანდრო ლიუდოვიზი დაიბადა 1554 წლის 9 იანვარს ბოლონიაში, აზნაურის ოჯახში. მიიღო იურიდიული განათლება და როგორც მღვდელი ჩადგა რომის კურიის სამსახურში. 1612 წელს გახდა ბოლონიის არქიეპისკოპოსი, ხოლო 2 წლის შემდეგ მიიღო კარდინალის წოდება. იყო კონტრრეფორმაციის აქტიური პროპაგანდისტი.