ცელესტინის ადრეულ ცხოვრებაზე ბევრი რამაა გაურკვეველი, თუმცა ცნობილია რომ ის რომაელი იყო, ხოლო მამამისს — პრისკუსი ერქვა. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმინდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმინდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. პაპის, ბონიფაციუს I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ ცელესტინე რომის კათედრაზე აირჩიეს.
ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 431 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე, სადაც ცელესტინ I-მა დელეგატები გაგზავნა, დაიგმო ერესი.