პაპად არჩეულ იქნა თეოდორიხის ზეწოლის შედეგად სახელწოდებით ფელიქს IV. სარგებლობდა თეოდორიხის და მისი მემკვიდრის ათალარიხის და მისი დედის ამალასუნთას მხარდაჭერით. მათგან მიიღო პრივილეგიები და დიდძალი ქონება ეკლესიისათვის. მოგვიანებით შერაცხეს წმინდანად. მოხსენიების დღეა 30 ნოემბერი.