ამალასუნთა, ამალასვინთა (გ. 30 აპრილი, 535) — ოსტგუთების სამეფოს გამგებელი 526–535 წლებში. მეფე თეოდორიხის ასული. სამეფოს მართავდა მამის გარდაცვალების შემდეგ როგორც მცირეწლოვანი ძის ათალარიხის რეგენტი. მფარველობდა რომაელებსა და მათ კულტურას. შვილის მდგომარეობის განმტკიცების მიზნით ამალასაუნთამ კავშირი დაამყარა ბიზანტიელებთან, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (534) სამეფო გვირგვინი და თანამმართველობა შესთავაზა თავის ბიძაშვილს თეოდატს, რომელმაც დაამხო ამალასუნთას ხელისუფლება და იგი დაახრჩობინა. ეს მკვლელობა იუსტინიანემ იტალიაში ოსტგუთების წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად გამოიყენა.