885 წელს კარლოს მსუქანის მიწვევით ვორმსში გაემგზავრა, რათა გადაეწყვიტა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. პაპი გარდაიცვალა მოდენის გზაზე, სადაც იგი აპირებდა კარლოს მსუქანთან შეხვედრას და დაკრძალეს ნონანთოლის საბატოში. თვლიან, რომ პაპი მოწამლეს. მისი საფლავი მალევე გადაიქცა თაყვანისცემისა და მომლოცველობის ადგილად. პაპმა ლეო XIII-მ 1891 წელს მოახდინა მისი კანონიზაცია. მისი ხსენების დღეა 8 ივლისი.
ლიტერატურა
უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ. გვ. 243