გახომელა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის თემი (სოფლები: გახომელა, ზედა ნაქალაქევი, ლებაღათურე, ძიგიდერი, ჯიხა). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 80 მ. სენაკიდან 14 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 508 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
707 |
330 |
377
|
2014[1] |
508 |
247 |
261
|
სქოლიო