სირიაჩქონი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის თემის შემადგენლობაში (სოფლები: მუხური, საგვიჩიო, სირიაჩქონი).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე რიონის ნაპირას, ზღვის დონიდან 16 მ სიმაღლეზე. ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
67 |
35 |
32
|
2014[1] |
13 |
8 |
5
|
ლიტერატურა
სქოლიო