საცხვიტაო,საცხვიტავო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ეკის თემი (სოფლები: ეკი, საადამიო, საცხვიტაო, შრომისკარი). მდებარეობს მდინარე ცივის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 160 მ. სენაკიდან 15 კმ, ეკიდან 3 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
225 |
110 |
115
|
2014[1] |
160 |
79 |
81
|
ლიტერატურა
სქოლიო