ფოცხო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეგოგიე-ნასაჯუ, მეორე მოხაში, მოხაში, ფოცხო).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე გურძემის (ტეხურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 776 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1035 |
480 |
555
|
2014[1] |
776 |
388 |
388
|
ლიტერატურა
სქოლიო