სახარბედიო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ბათარია, პერტული, საგაბესკირიო, საწულეისკირიო, სახარბედიო, სკურია).[2] მდებარეობს მდინარე ცივის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მ სიმაღლეზე. ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.
ისტორია
1820-იან წლებში სახარბედიო აღწერა ფრანგმა მოგზაურმა ჟაკ ფრანსუა გამბამ. მისი ცნობით სოფელში 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა. მისდევდნენ მესაქონლეობას, მეღორეობას. სოფელში მდებარეობდა კაზაკთა საგუშაგო. გამბას ცნობით სახარბედიოს ჰავა სავსებით ჯანსაღია.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 288 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
393 |
200 |
193
|
2014[1] |
288 |
142 |
146
|
ლიტერატურა
სქოლიო