საწულეისკირიო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯის თემი (სოფლები: ბათარია, პერტული, საგაბესკირიო, საწულეისკირიო, სახარბედიო, სკურია). მდებარეობს მდინარე ცივის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 120 მ. სენაკიდან 8 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 135 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
161 |
80 |
81
|
2014[1] |
135 |
68 |
67
|
სქოლიო