ისულა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ახალსოფელი, ისულა).[3] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 12 მ სიმაღლეზე. ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 1930-იან წლებში შედიოდა თეკლათის სასოფლო საბჭოში. სოფლის სამხრეთით მდებარეობდა ისტორიული პუნქტი ნესოსი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 528 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
692 |
339 |
353
|
2014[1] |
528 |
262 |
266
|
ლიტერატურა
სქოლიო