ნოსირი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოსირის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ნოსირი, საბესელიო, საკილასონიო, საოდიშარიო, შუა ნოსირი).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ტეხურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 30 მ სიმაღლეზე. ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 796 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
737 |
321 |
416
|
2014[1] |
796 |
381 |
415
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო