ლეძაძამე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბეთლემი, კვაუთი, ლეგოგიე, ლესაჯაიე, ლეძაძამე, ჯოლევი). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა მხარეს, სენაკი-დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 160 მ, სენაკიდან 23 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 230 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
177 |
78 |
99
|
2014[1] |
230 |
106 |
124
|
ლიტერატურა
სქოლიო