ბათარია — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯის თემი (სოფლები: ბათარია, პერტული, საგაბესკირიო, საწულეისკირიო, სახარბედიო, სკურია). მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის შენაკადი) მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 32 მ. სენაკიდან 4 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 467 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
721 |
329 |
392
|
2014[1] |
467 |
219 |
248
|
სქოლიო