ჩხორია (ყოფ. ბეჟაშ-ღალი) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჩხორია, ზედა ეწერი, ტყაია). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზუგდიდ–ჯვრის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 200 მეტრი. ზუგდიდიდან 14 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 968 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1330 |
636 |
694
|
2014[1] |
968 |
489 |
479
|
ლიტერატურა
სქოლიო