კორცხელი, კოცხერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კორცხელი, ბაში, ნაცატუ). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე. ზუგდიდი-წალენჯიხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 200 მეტრი, ზუგდიდიდან 10 კმ.
ისტორია
სოფელი კორცხელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. კორცხელში არის XVII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი – ღვთისმშობლის ეკლესია. წერილობითი საბუთების თანახმად იგი 1624–1639 წლებში აუგია ოდიშის მთავარს ლევან II დადიანს. 1815 წელს ეკლესია შეაკეთებინა ნიკოლოზ დადიანმა. 1859 წელს კვლავ განაახლეს.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 883 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1431 |
678 |
753
|
2014[1] |
883 |
429 |
454
|
კორცხელის ტაძარი
ღვთისმშობლის ტაძარი კორცხელში ― წარმოადგენს ქვის გუმბათოვან ნაგებობას სამი შვერილი აფსითა და ღია თაღოვანი სტოით დასავლეთ მხარეს. გუმბათი საკურთხევლის კედლების კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა, ფასადები მოპირკეთებულია ქვის მცირე კვადრატებით. ეკლესიაში ინახებოდა ლევან II დადიანის შეწირული რამდენიმე ხატი და სხვა სიძველეები.
ლიტერატურა
სქოლიო