ჭაქვინჯი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ჭაქვინჯი ამავე სახელწოდების თემის ცენტრია. თემში ასევე შედის სოფ. ბაღმარანი. მდებარეობს სამეგრელოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ქ. ზუგდიდიდან 16 კმ, ზღვის დონიდან 130 მ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 996 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
3399 |
|
|
1911[3] |
4626 |
|
|
2002[4] |
1089 |
507 |
582
|
2014[1] |
996 |
481 |
515
|
ღირსშესანიშნაობა
ჭაქვინჯის მახლობლად არის ციხესიმაგრე, რომელიც შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. ციხის ეზოში სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ბევრი ნანგრევია. გვიან შუა საუკუნეებში ციხე დადიანთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, აქვე დაიბადა დავით დადიანი, სამეგრელოს მთავარი (1846-1853 წწ.).
ლიტერატურა
სქოლიო