ერგეტა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერგეტას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ერგეტა, ცვანე).
მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ბუის (ჭურიის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 8 მ-ზე, ზუგდიდან 26 კმ-ის დაშორებით.
ერგეტის მახლობლად არის უძველესი დროის რამდენიმე ნამოსახლარი ბორცვი, ე. წ. დიხაგუძუბა (ერგეტის არქეოლოგიური ძეგლები). სოფლის სახელს უკავშირებენ ძველი ქართველური ტომის — ეგრის და ეგრისის სახელწოდებას. სოფლის ტერიტორიაზე თანამედროვე დასახლება XIX საუკუნეში გაჩნდა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 777 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
956 |
475 |
481
|
2014[1] |
777 |
388 |
389
|
ლიტერატურა
სქოლიო