ყულიშკარი (ყოფ. ორჯონიკიძე) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ყულისწყლის (ჯუმის მარცხენა შენაკადი), ზუგდიდიდან 10 კმ. სოფელში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1305 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1934 |
923 |
1011
|
2014[1] |
1305 |
645 |
660
|
ყულიშკარის ეკლესია
სოფლის ახლოს მდებარეობს გუმბათოვანი ეკლესია.[3] ეკლესია დაახლოებით XVIII საუკუნისაა. მასში ინახებოდა ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით სასწაულთმოქმედი ჯვარი. ჯვარი სვანეთიდან სამეგრელოში ჩაიტანა გლეხმა ეგნატე როგავამ, რომელიც გაექცა სვანეთის მთავარს, დადეშქელიანს და დასახლდა ყულიშკარში. როგავამ ააშენა პატარა ეკლესია და კოშკი.[4]
ლიტერატურა
სქოლიო