ბაში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კორცხელის თემში (სოფლები: კორცხელი, ბაში, ნაცატუ), ოდიშ–გურიის ვაკე–დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპირო, ზღვის დონიდან 20 მეტრი, ზუგდიდიდან 7,5 კმ.
სოფელი ბაში ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1642 წელს. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის კოშკი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 533 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
496 |
240 |
256
|
2014[1] |
533 |
269 |
264
|
სქოლიო