ნარაზენი — სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე. მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 130 მეტრი, ზუგდიდიდან 18 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის საბჭოთა მეურნეობა და ჩაის ფაბრიკა.
სოფლის მიდამოებში დგას XVI-XVII საუკუნეების კვირეოს ციხე და ეკლესია „ნათლისმცემლის კვირეოს ხატი“. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2345 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1662 |
780 |
882
|
2014[1] |
2345 |
1135 |
1210
|
ლიტერატურა
სქოლიო