|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურთა.
|
ურთა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჯუმის ნაპირზე, ზღვის დონიდან 70 მ. ზუგდიდიდან 13 კმ, ცაცხვიდან 6 კმ. სოფელში აღმოჩენილია ნეოლითის ეპოქის არქეოლოგიური ნაშთები.[2]
სოფლის მახლობლად ურთის მთის კალთაზე დგას ეკლესია „ჯუმათი“ (XVII საუკუნე), მდინარე ჯუმის მარცხენა მხარეს ურთის მღვიმე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 752 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
1119 |
523 |
596
|
2014[1] |
752 |
384 |
368
|
სქოლიო