ტყაია — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჩხორიის თემი. მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 125 მეტრი, ზუგდიდიდან 17 კილომეტრის დაშორებით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 683 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1332 |
614 |
718
|
2014[1] |
683 |
330 |
353
|
ეტიმოლოგია
სოფლის დღევანდელი ტერიტორია დადიანების მმართველობის ჟამს მთლიანად ტყით ყოფილა დაფარული და იგი მთავართა საყვარელ სანადირო ადგილს წარმოადგენდა. მიუთითებენ სოფლის სახელწოდებასაც აქედან წარმოიშვაო — ტყაია, მეგრულად — ტყიანი ადგილი.
სოფელში დგას XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
სქოლიო