კახათი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარე ენგურის მარცხენა სანაპირო, ზღვის დონიდან 40 მეტრი, ზუგდიდიდან 8 კმ, ინგირიდან 3 კმ.
სოფელ კახათში შემორჩენილია XVII საუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევები. 1905 წლის გლეხთა აჯანყების მემორიალი. სოფელში არის საბავშვო ბაღი და კახათის წმინდა გიორგის ტაძარი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4024 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
5930 |
2736 |
3194
|
2014[1] |
4024 |
1951 |
2073
|
სქოლიო