წარმოშობით იტალიელი, დაიბადა ბოლონიაში. ლუციუს II პაპად აირჩიეს 1144 წლის 9 მარტს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1145 წლის 15 თებერვლამდე.
ჩააქრო რესპუბლიკელ რომაელთა ამბოხება, რამაც თვით გველფებისა და გვიბელინების მტრული პარტიები შეაკავშირა. ღარიბთა ლაშქარი კაპიტოლიუმზე იერიშით მივიდა. პაპს ქვა მოხვდა თავში და გარდაიცვალა.