ვახტანგ მუსელიანი (დ. 13 ოქტომბერი, 1959, თბილისი) — ქართველი იურისტი, სპორტსმენი.
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1984 წელს — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით. 1986 წელს იყო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წლიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი. 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. არის ავტორი წიგნისა „რინგი 90“, სტატიებისა კრივის, მკლავჭიდის და სპორტის სხვა სახეობებზე. ქართველი მკლავჭიდელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, კრწანისის მაჟორიტარი).
რესურსები ინტერნეტში