ესტონეთის გერბი |
---|
|
დეტალები |
ესტონეთის გერბი მომდინარეობს დანიის გერბიდან. დანია მართავდა ჩრდილოეთ ესტონეთს მე-13 საუკუნეში.
დამოუკიდებელი ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ასამბლეამ ოფიციალურად მიიღო ეს გერბი 1925 წლის 19 ივნისს.
1940 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთის დაპყრობის შემდეგ გერბი აკრძალულ იქნა. ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობდა ესტონეთის ეროვნული გერბით ან დროშით იდევნებოდა საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების მიერ.
1990 წელს ესტონეთის ეროვნული გერბი აღდგენილ იქნა სახელმწიფო გერბად.