ნიკოლო სფრონდრატი დაიბადა 1535 წლის 11 თებერვალს მილანში. შეისწავლა სამართალი. კონკლავზე მისი კანდიდატურა წარადგინეს ესპანეთის სამეფო კარის ინიციატივით. კორონაციის შემდეგ მხარი დაუჭირა ფილიპე II-ის ანტიფრანგულ პოლიტიკას. აქტიურად ჩაერია კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ, საფრანგეთის რელიგიურ ომებში. კორონაციიდან 10 თვეში გარდაიცვალა.