ჭოლევი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (რიონის თემი), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში. ზღვის დონიდან 300 მეტრი, წყალტუბოდან 40 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია და კოშკი. სოფელში დაიბადნენ ქართველი მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელი საქართველოში მიტროფანე ლაღიძე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 139 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
260 |
126 |
134
|
2014[1] |
139 |
71 |
68
|
ლიტერატურა
სქოლიო