გუმათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ოფურჩხეთი).
მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, გუმათის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 360 მ-ზე, წყალტუბოდან 25 კმ-ში.
სოფელში არის ტეშენიტის კარიერი, მოქმედებს საჯარო სკოლა. სოფელთან არის გუმათის წყალსაცავი. სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ რამდენიმე რუკაზე. მოხსენიებული აქვს იოჰან გიულდენშტედტს. გვიანდელ შუა საუკუნეებში გუმათი ოკრიბაში შედიოდა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
591 |
277 |
314
|
2014[1] |
426 |
222 |
204
|
პიროვნებები
სოფელში დაიბადა საბჭოთა კავშირის გმირი ლავრენტი ავალიანი.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო