გუმბრა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი ცენტრი (სოფლები: ბანოჯა, გუმბრა, ხომული).
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალტუბოსწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 120 მ-ზე, წყალტუბოდან 5 კმ-ში.
გუმბრის მიდამოებშია ბენტონიტური თიხის, სურინჯის, ჟანგმიწისა და შპატის საბადოები, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2381 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
2409 |
1148 |
1261
|
2014[1] |
2381 |
1200 |
1181
|
ლიტერატურა
სქოლიო