ზედა მესხეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ქვიტირის თემი), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის ვაკეზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 110 მეტრი, წყალტუბოდან 14 კილომეტრი.
სოფელში ბროწეულა-წყალტუბოს ხაზზე არის რკინიგზის სადგური „მესხეთი“.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1043 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1162 |
568 |
594
|
2014[1] |
1043 |
512 |
531
|
ისტორია
ზედა მესხეთი ადრე ნაწილი იყო სოფელ მესხეთისა, რომელიც შემდეგ გაიყო ზედა და ქვედა მესხეთად. სოფელი მესხეთი წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნის II ნახევარში.
ლიტერატურა
სქოლიო