ფარცხანაყანევი — სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია.
გეოგრაფია
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 70 მეტრი, წყალტუბოდან 15 კილომეტრი. სოფელში გადის რკინიგზის ხაშური-სამტრედიის მონაკვეთი და სამტრედია-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალი. სოფელში მოიპოვება თიხა.
ისტორია
წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში ფარსმანაყანევის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ადასტურებენ, რომ იგი უძველესი დროიდანაა დასახლებული. სოფელში მდებარეობს ძველი წელთაღრიხვის I ათასწლეულით დათარიღებული ფარცხანაყანევის სამაროვანი და აღმოჩენილია განძი. ძვ.წ. VI-II საუკუნეებში აქ კოლხებს ჰქონდათ დიდი ციხე–ქალაქი ფარსმანევი, რომელიც ძვ.წ. 64 წელს რომაელებმა აიღეს და დაანგრიეს. მისი ამჟამინდელი სახელიც ამ უძველესი სახელწოდებიდან მომდინარეობს. 1926 წლისთვის მისი მოსახლეობა შეადგენდა 5600 ადამიანს, ხოლო ფართობი 45,7 კმ²-ს.[2]
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
1926 |
5600
|
2002 |
5729
|
2014 |
5090
|
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე. აქვე მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო