გვიშტიბი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გვიშტიბის ტერიტორიული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გუბისწყალი, თერნალი, პირველი წყალტუბო).
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 100 მ-ზე, წყალტუბოდან დაშორებულია 4 კმ-ით. სოფელში მოიპოვება თიხა.
ისტორია
სოფლის თავდაპირველი სახელი გუშტიბი უნდა ყოფილიყო. 1647 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ გვიშტიბი იქ მოსახლე ყმა გლეხებით აზნაურ ეზია იოსელიანს უბოძა.
სოფლის ცენტრში, სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას წმ. გიორგის XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია.[2]
სოფელში დაიბადა და გარდაიცვალა ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1249 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
1520 |
745 |
775
|
2014[1] |
1249 |
614 |
635
|
ლიტერატურა
სქოლიო