ოფშკვითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 65 მეტრი, წყალტუბოდან 35 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2067 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
2368 |
1130 |
1238
|
2014[1] |
2067 |
1032 |
1035
|
ისტორია
სოფელში აღმოჩენილია ძვ.წ. XII-XI საუკუნეების ბრინჯაოს განძი, დგას 1319 წელს აშენებული ეკლესია. სოფლის მიდამოებში 1590 წელს გაიმართა ოფშკვითის ბრძოლა.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო