ჩუნეში — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალტუბოს თემში. მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე. ზღვის დონიდან 130 მეტრი, წყალტუბოდან 5 კილომეტრი.
სოფელ ჩუნეშში ყველაზე მრავალრიცხოვან გვარად მიიჩნევა ქუთათელაძეების გვარი, თუმცა აგრეთვე შემდეგი გვარებიც არიან წარმოდგენილი: იოსელიანები, ფირცხალავები, კუჭავები, ჯიქიები, ფოჩიანები, მაჭარაშვილები, მიქავები, კირთავები, ნემსიწვერიძეები, ყურაშვილები, მუშკუდიანები, გასვიანები, ტყაბლაძეები, გოგიძეები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 546 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
812 |
398 |
414
|
2014[1] |
546 |
286 |
260
|
პიროვნებები
ჩუნეში არის ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის მშობლიური სოფელი.
ლიტერატურა
სქოლიო