ქვილიშორი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (წყალტუბოს თემი), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის ბორცვიან მთისწინეთში. ზღვის დონიდან 240 მეტრი, წყალტუბოდან 6 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს ქვილიშორის მღვიმეები.
სოფელ ქვილიშორში ცხოვრობენ შემდეგი გვარები; გოგიძეები, ვარდანიძეები, ბენიძეები, იოსელიანები, გედენიძეები, კაკაურიძეები, ფირცხალავები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 692 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1179 |
573 |
606
|
2014[1] |
692 |
342 |
350
|
ლიტერატურა
სქოლიო