ოფურჩხეთი — სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გუმათი, ნამოხვანი, ჟონეთი, ჯიმასტარო). მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, წყალტუბოდან 26, ქუთაისიდან 17 კილომეტრი.
1926 წლისთვის ოფურჩხეთის თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3685 ადამიანს, ხოლო ფართობი 85,7 კმ²-ს.[2]
სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი. არის გრანიტის საბადო. ჰავა რბილია, ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული ― ცხელი და ნოტიო.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 719 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
974 |
465 |
509
|
2014[1] |
719 |
363 |
356
|
ლიტერატურა
სქოლიო