მადრიდი (ესპ.Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა თითქმის 3,2 მილიონ ადამიანს შეადგენს,[2] ხოლო მეტროპოლიური არეალისა — დაახლოებით 6,3 მილიონს. მადრიდი არის მეორე უდიდესი ქალაქი ევროკავშირშიბერლინის შემდეგ. მეორე ადგილი უკავია მის მეტროპოლიასაც, რომელიც ევროკავშირში მხოლოდ პარიზს ჩამოუვარდება.[3][4][5][6] ქალაქის მთლიანი ფართობი 604,3 კმ²-ს შეადგენს.[7]
მადრიდის ურბანულ აგლომერაციას აქვს მესამე უდიდესი მშპ[9] ევროკავშირში და სათანადო წვლილი შეაქვს პოლიტიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებაში, კულტურასა და ხელოვნებაში როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ ქალაქს.[10][11] ეკონომიკური აქტივობის, ცხოვრების მაღალი დონისა და ბაზრის ზომის გამო, მადრიდი ითვლება სამხრეთი ევროპისა[12][13] და პირენეს ნახევარკუნძულის უმთავრეს ფინანსურ ცენტრად. ქალაქში მდებარეობს უმთავრესი ესპანური კომპანიების უმეტესობა, როგორებიცაა Telefónica, იბერია და Repsol. ჟურნალ მონოკლის 2014 წლის ინდექსში მადრიდი ცხოვრების დონის მიხედვით მე-17 ადგილს იკავებს.[14]
ქალაქში განთავსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კუთვნილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO), SEGIB-ის, იბერიულ-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციისა (OEI) და საზოგადოებრივი ინტერესის სამეთვალყურეო საბჭოს (PIOB) შტაბბინები. ასევე, მადრიდში მდებარეობს ესპანური ენის საერთაშორისო მარეგულირებლები: ესპანური ენის აკადემიათა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტი, ესპანური ენის სამეფო აკადემიის (RAE), სერვანტესის ინსტიტუტისა და ესპანური ენის გადაუდებელი რეაგირების ფონდის (Fundéu BBVA) შტაბბინები. მადრიდი ორგანიზებას უკეთებს ისეთ ბაზრობებს, როგორებიცაა FITUR, ARCO,[15] SIMO TCI[16] და მერსედეს ბენცის მადრიდის მოდის კვირეული.[17]
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდს გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მის უბნებსა და ქუჩებს მაინც აქვთ შემონახული ისტორიული იერი. მადრიდის ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სამეფო სასახლე; სამეფო თეატრი 1850 წელს განახლებულ ოპერასთან ერთად; 1632 წელს დაარსებული ბუენ-რეტიროს პარკი; ეროვნული ბიბლიოთეკის (დაარსდა 1712 წელს) XIX საუკუნის შენობა, სადაც ესპანეთის ისტორიული არქივების ნაწილია დაცული; მრავალი ეროვნული მუზეუმი[18] და ხელოვნების ოქროს სამკუთხედი, რომელიც პასეო-დელ-პრადოს გასწვრივ მდებარეობს, მოიცავს ხელოვნების სამ მუზეუმს: პრადოს მუზეუმს, თანამედროვე ხელოვნების დედოფალ სოფიას მუზეუმსა და მუსეო-თისენ-ბორნამისცას, რომელთაგან უკანასკნელი დანარჩენი ორის ხარვეზებს ავსებს.[19] სილებესის სასახლე შადრევანთან ერთად ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს.[20][21][22]
მადრიდი დოკუმენტურ წყაროებში პირველად ესპანეთში არაბთა ბატონობის პერიოდში მოიხსენიება, როგორც არაბული مجريط მაჯირითი (AFI [maʤriːtˁ]), რაც შუა საუკუნეების ესპანურში დამკვიდრდდა, როგორც მაგერით-ი ([maʤeˈɾit]). არსებობს მრავალი თეორია, რომლებიც უფრო ადრეული წარმომავლობის შესაძლებლობაზე აკეთებენ აქცენტს.
ლეგენდის თანახმად, მადრიდი ტოსკანისა და მანტუას მეფის, ტირენიუსის ვაჟმა, ოკნო ბიანორმა დააარსა და „მეტრაგირტა“ ან „მენტუა კარპეტანა“ უწოდა. სხვა ვერსიით, ქალაქის თავდაპირველი სახელი იყო „ურსარია“ (ლათინურად „დათვების მიწა“), რაც ახლომახლო ტყეებში მრავალი დათვის არსებობით იყო გამოწვეული. დათვი მარწყვის ხესთან (ესპანურად მადრონო) ერთად შუა საუკუნეებში მადრიდის სიმბოლოს წარმოადგენდა.[23]
შუა საუკუნეები
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მადრიდის ტერიტორია პრეისტორიული ხანიდან იყო დასახლებული,[24][25][26] და შემორჩენილია კარპეტანიელების დასახლების ნაშთები,[24] რომაული ვილები,[27]ვესტგუთების ბაზილიკა სანტა-მარია-დე-ლა-ალმუდენას ეკლესიის მახლობლად[23][28] და სამი ვესტგუთური ნეკროპოლი კასა-დე-კამპოს, ტეტუანისა და ვიკალვაროს მახლობლად,[29] მადრიდის ადგილას არსებული დასახლების შესახებ პირველი ისტორიული დოკუმენტი ისლამური პერიოდით თარიღდება. IX საუკუნის მეორე ნახევარში[30]კორდოვის ამირა მუჰამად I-მა მდინარე მანსანარესის მახლობლად ციხესიმაგრე ააგო,[31] როგორც ერთ-ერთი მისი ბრძანებით ალ-ანდალუსიისა და ლეონისა და კასტილიის სამეფოების საზღვარზე აგებული მრავალი ციხესიმაგრიდან, რომლებიც ქრისტიანთა შემოსევებისაგან ტოლედოს დასაცავად და მუსლიმთა თავდასხმების დასაყრდენად აშენდა. კორდოვის სახალიფოს დაშლის შემდეგ მადრიდი ტოლედოს ტაიფას შეუერთდა.
1085 წელს ალფონსო VI-ის მიერ ტოლედოსათვის ალყის შემორტყმასთან ერთად ქალაქი ქრისტიანებმა დაიპყრეს, რის შემდეგაც იგი გახდა კასტილიის სამეფოს ნაწილი, როგორც სამეფო საკუთრება.[32] მადრიდის ცენტრში მაჰმადიანები ქრისტიანებმა შეცვალეს, ხოლო მუსლიმები და ებრაელები გარეუბნებში დასახლდნენ. ქალაქი იყო აყვავებული და მიიღო ვილას ტიტული, რომლის ადმინისტრაციული რაიონი გრძელდებოდა აღმოსავლეთით ხარამადან დასავლეთით გვადარამამდე. 1188 წლიდან მადრიდმა მოიპოვა უფლება ყოფილიყო ქალაქი, რომელსაც ეყოლებოდა წარმომადგენლობა კასტილიის სასამართლოებში. 1202 წელს, კასტილიის მეფე ალფონსო VIII-მ ქალაქს მუნიციპალური საბჭოს მარეგულირებელი პირველი ქარტია უბოძა,[33] რომელიც 1222 წელს ფერნანდო III-მ გააფართოვა.
კასტილიის სასამართლოები მადრიდში პირველად 1309 წელს, ფერდინანდ IV კასტილიელის მმართველობისას შეიკრიბა, ხოლო შემდეგ 1329, 1339, 1391, 1393, 1419 წლებში და 1435 წელს ორჯერ. ესპანური სამეფოების საერთო გვირგვინის ქვეშ გაერთიანების შემდეგ სასამართლოებს მადრიდში უფრო ხშირად იწვევდნენ.
XIX საუკუნიდან თანამედროვეობამდე
1807 წლის 27 ოქტომბერს კარლ IV-მ და ნაპოლეონმა ხელი მოაწერეს ფონტენებლოს ხელშეკრულებას, რომელიც ფრანგულ არმიას საშუალებას აძლევდა ესპანეთის ტერიტორიის გავლით ესპანურ ჯართან ერთად თავს დასხმოდა პორტუგალიას, რომელმაც უარი განაცხადა შეერთებოდა ინგლისის წინააღმდეგ მიმართულ კონტინენტურ ბლოკადას. 1808 წლის 17 მარტს არანხუესის ამბოხების შედეგად ესპანეთის ტახტზე კარლ IV მისმა შვილმა, ფერდინანდ VII-მ შეცვალა, თუმცა როცა იგი მადრიდში დაბრუნდა, ქალაქი უკვე ოკუპირებული იყო იოაჰიმ მიურატის მიერ. ფერდინანდი მამამისთან ერთად, ფაქტობრივად, ფრნაგული არმიის პატიმრობაში აღმოჩნდა. ნაპოლეონმა ისარგებლა ესპანელი ბურბონების სისუსტით და აიძულა ჯერ მამა, შემდეგ კი შვილი ბაიონაში სწვეოდნენ, სადაც ფერდინანდი 20 აპრილს ჩავიდა.
ორი მეფის არყოფნის გამო დედაქალაქში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. 2 მაისს ხალხმა სამეფო სასახლესთან იწყო მოგროვება. მათ დაინახეს, რომ ფრანგმა ჯარისკაცებმა სასახლიდან გამოყარეს სამეფო ოჯახის დარჩენილი წევრები, რის შემდეგაც ბრბო დაუყოვნებლივ გადავიდა შეტევაზე. ბრძოლამ ერთ საათს გასტანა და მთელი მადრიდი მოიცვა, რასაც სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. მიურატმა გამოსცა ბრძანება ყველა შეიარაღებული ესპანელის წინააღმდეგ, რის შედეგადაც პასეო-დელ-პრადოში და ლა-მონკლოას მინდვრებში ასობით პატრიოტი დახვრიტეს. ფერწერული ნამუშევრები, როგორიცაა გოიას „1808 წლის სამი მაისი“ ასახავენ იმ რეპრესიებს, რითაც დასრულდა 2 მაისის აჯანყება.[34]
ნაპოლენის წინააღმდეგ მიმდინარე ნახევარკუნძულის ომმა, ფერდინანდ VII-ის მეფობისას არსებული უკანასკნელი აბსოლუტისტური პრეტენზიების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა ლიბერალურ-ბურჟუაზიული სტილის ახალ ქვეყანას, რომელიც ღია იყო დანარჩენი ევროპისათვის. მადრიდმა, ესპანეთის დედაქალაქმა, ყველა სხვა ქალაქისაგან განსხვავებით, გამოსცადა ამ გახსნილობით გამოწვეული ცვლილებები და აივსო თეატრებით, კაფეებითა და გაზეთებით. მადრიდი განიცდიდა ხშირ ცვლილებებს რევოლუციური მღელვარებებისა და განცხადებების გამო, როგორიც იყო ვიკალვაროს 1854 წლის აჯანყება გენერალ ლეოპოლდო ო’დონელ ი ხორისის მეთაურობით, რამაც პროგრესულ პერიოდს დაუდო სათავე, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში მადრიდი დაბას უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე ქალაქს. საუკუნის პირველ მესამედში მადრიდის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და 950 000 მაცხოვრებელს გადააჭარბა. ლას-ვენტასის, ტეტუანისა და ელ-კარმენის მსგავსი ახალი გარეუბნები ქალაქში ჩამოსული მუშების დასახლებებად იქცა, ხოლო ენსანჩე მადრიდის საშუალო კლასის სამეზობლოდ ჩამოყალიბდა.[35]
ესპანეთის 1931 წლის კონსტიტუციამ პირველად მოახდინა მადრიდის, როგორც სახელმწიფოს დედაქალაქის სტატუსის მკაფიოდ განსაზღვრა.
მადრიდი მიეკუთვნება ესპანეთის ქალაქების იმ კატეგორიას, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-1939 წწ.) შედეგად. იგი 1936 წლის ივლისიდან რესპუბლიკელთა დასაყრდენი გახდა, ხოლო მისი დასავლეთი გარეუბნები 1936 წლის ნოემბრის ბრძოლების არეალად იქცა. სამოქალაქო ომის დროს მადრიდი გახდა პირველი ევროპული ქალაქი, სადაც თვითმფრინავებით დაბომბეს (მსოფლიოს ისტორიაში იაპონია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა შანხაიში 1932 წელს) სპეციალურად მშვიდობიანი მოსახლეობა. [36]
ესპანეთის ეკონომიკური ბუმის (1959-1973 წწ.) პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მადრიდის მოსახლეობა, უპრეცედენტო განვითარება განიცადა ქალაქის ეკონომიკამაც. მისი მშპ გახდა უდიდესი ესპანეთში, ხოლო დასავლეთ ევროპაში — მესამე. მუნიციპალიტეტი გაფართოვდა, შეიერთა მიმდებარე დასახლებები და მიაღწია თანამედროვე 607 კმ² ფართობს. მადრიდის სამხრეთი ნაწილი ძალიან ურბანიზებული გახდა და დაიწყო მასიური მიგრაცია ესპანეთის სასოფლო დასახლებებიდან ქალაქში. მადრიდის ახლადაშენებული ჩრდილო-დასავლეთი რაიონები 1960-იანი წლების ესპანეთის ეკონომიკური ბუმის შედეგად გაჩენილი ახლადაყვავებული საშუალო კლასის განსახლების არეალად იქცა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი პერიფერიები ფართო მუშათა კლასის დასახლებებად ჩამოყალიბდა, რომელიც აქტიური კულტურული და პოლიტიკური რეფორმების საფუძვლად იქცა.[36]
ფრანკოს გარდაცვალებისა და დემოკრატიული რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1978 წლის კონსტიტუციამ დაადასტურა მადრიდის, როგორც ესპანეთის დედაქალაქის სტატუსი. 1979 წლის პირველი მუნიციპალური არჩევნების შედეგად, მადრიდმა მეორე რესპუბლიკის შემდეგ პირველად შეიძინა დემოკრატიულად არჩეული მერი. ქალაქი იქცა იმ პერიოდის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენის არენად, როგორებიც იყო დემოკარტიის მხარდამჭერი მასობრივი დემონსტრაციები 1981 წლის 23 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლის შემდეგ. პირველი დემოკრატიულად არჩეული მერები მემარცხენე პარტიებს ეკუთვნოდნენ (ენრიკე ტიერნო გალვანი, ხუან ბარანკო გალარდო), რომლებიც, მოგვიანებით, უფრო კონსერვატიული პოზიციის წარმომადგენლებმა (აგუსტინ როდრიგეს სააგუნი, ხოსე-მარია ალვარეს დელ მანსანო, ალბერტო რუის-გალარდონი და ანა ბოტელა). 1980-იან და 1990-იან წლებში მატერიალური კეთილდღეობის ზრდის შედეგად ესპანეთის დედაქალაქი ჩამოყალიბდა ევროპის მნიშვნელოვან ეკონომიკურ, კულტურულ, სამრეწველო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ ცენტრად.[36]
ეკონომიკა
ინდუსტრიული ცენტრების ქალაქგარეთ გატანის მიუხედავად, მადრიდი ბარსელონას შემდეგ მაინც მეორე ადგილზეა ესპანეთში ეკონომიკური მნიშვნელობით. ბოლო ხანებში მკვეთრად გაიზარდა აეროპორტ ბარახასის როლი ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში. დიდი სისწრაფით იზრდება რკინიგზის გაფართოებისთვის მიმდინარე სამუშაოები. ამისდა მიუხედავად, მადრიდი, ისევე როგორც მთელი ესპანეთი, ევროპაშიახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით ერთობ ჩამორჩენილია. ქალაქგარეთ რამდენიმე ავტოქარხანაა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ესპანეთში საკმაოდ მაღალია ინფლაცია. 1998 წლიდან ფასებმა საცხოვრებელ ფართზე 150 %-ით იმატა, რასაც ევროს შემოღებამაც შეუწყო ხელი.
მადრიდი ტურისტულ ბიზნესს წარმატებით ავითარებს და ქვეყანაში ყველაზე მეტჯერ მონახულებად ტურისტულ ქალაქად მიიჩნევა.
ტრანსპორტი
ქალაქში საავტობუსო მარშრუტების ქსელი და 1919 წლიდან მეტროპოლიტენი მოქმედებს, რაც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება და ქალაქის ცენტრს მეორე სარკალო ხაზით სამხრეთით მდებარე სამრეწველო რაიონებთან აერთებს. ამჟამად, მადრიდის მეტროს დამატებად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ტრამვაის ხაზი, რომელიც 35 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა უკვე ”მსუბუქ მეტროდ” წოდებული, რომელიც ტრამვაის დაბალვოლტიან Citafdis 302 ვაგონებს იყენებს.
მოქმედებს ელექტრომატარებელთა ქსელი, არის ორი სადგური - ატოჩა და ჩამატრინი. მადრიდის მეტროპოლიტენი ევროპაში მესამე ადგილზეა ხაზების სიგრძით ლონდონისა (415 კმ) და მოსკოვის (288 კმ) მეტროების შემდეგ. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბარახასის საერთაშორისო აეროპორტია 4 ტერმინალით. საჰაერო კარიბჭე ყოველწლიურად 40 მლნ მგზავრს ემსახურება და მსოფლიოს 20 ყველაზე მსხვილ აეროპორტთა შორის სახელდება.
გეოგრაფია
კლიმატი
მადრიდის ტერიტორიისათვის დამახასიათებელია ხმელთაშუაზღვიური კლიმატი[37] (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია)[38] კონტინენტური მახასიათებლებით, ზომიერი-ცივი ზამთრით, რაც გამოწვეულია ქალაქის მდებარეობით ზღვის დონიდან 667 მეტრ სიმაღლეზე და ზღვიდან დაშორებით, ცალკეულ შემთხვევებში, დიდთოვლობითა და ყინვით. ზაფხული თბილი-ცხელია, ყველაზე ცხელი თვის, ივლისის საშუალო ტემპერატურა დღის განმავლობაში, ადგილმდებარეობის მიხედვით 32-დან 33°C-მდე მერყეობს. ტემპერატურა ზაფხულში ქალაქის სითბური ტალღების დროს ზოგჯერ 35°C-საც აღწევს. მადრიდის სიმაღლისა და მშრალი კლიმატის გამო, ტემპერატურის დღიური ამპლიტუდა ყველაზე მნიშვნელოვანი ზაფხულშია. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 42,2°C დაფიქსირდა 1995 წლის 24 ივლისს, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა — 1945 წლის 16 იანვარს (-10,1°C). აღასანიშნავია, რომ ეს ჩანაწერები დაფიქსირებულია აეროპორტში და არა უშუალოდ ქალაქში.[39] ნალექები, ძირითადად, შემოდგომასა და გაზაფხულზე მოდის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწირია ზაფხული, როდესაც ნალექები თვეში დაახლოებით ორი კოკისპირული წვიმისა და/ან ჭექა-ქუხილიანი შტორმის სახეს იღებს.
წლიური ამინდი — მადრიდი (667 მ), ბუენ-რეტიროს პარკი ქალაქის ცენტრში (1981-2010)
თვე
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
წელი
საშუალო მაღალი °C (°F)
9.8 (50)
12.0 (54)
16.3 (61)
18.2 (65)
22.2 (72)
28.2 (83)
32.1 (90)
31.3 (88)
26.4 (80)
19.4 (67)
13.5 (56)
10.0 (50)
19,9 (68)
საშუალო დღიური °C (°F)
6.3 (43)
7.9 (46)
11.2 (52)
12.9 (55)
16.7 (62)
22.2 (72)
25.6 (78)
25.1 (77)
20.9 (70)
15.1 (59)
9.9 (50)
6.9 (44)
15,0 (59)
საშუალო დაბალი °C (°F)
2.7 (37)
3.7 (39)
6.2 (43)
7.7 (46)
11.3 (52)
16.1 (61)
19.0 (66)
18.8 (66)
15.4 (60)
10.7 (51)
6.3 (43)
3.6 (38)
10,1 (50)
ნალექი მმ (დუიმი)
33 (1.3)
35 (1.4)
25 (1)
45 (1.8)
51 (2)
21 (0.8)
12 (0.5)
10 (0.4)
22 (0.9)
60 (2.4)
58 (2.3)
51 (2)
421 (16,6)
საშ. მზიანი საათები
148
157
214
231
272
310
359
335
261
198
157
124
წყარო: Agencia Estatal de Meteorología[40][41][42][43] აგვისტო 2010
წლიური ამინდი — მადრიდ-ბარახასის აეროპორტი (609 მ), ქალაქის ფინანსური რაიონიდან 9 კმ-ში (1981-2010)
თვე
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
წელი
საშუალო მაღალი °C (°F)
10.7 (51)
13.0 (55)
17.0 (63)
18.7 (66)
23.1 (74)
29.5 (85)
33.5 (92)
32.8 (91)
27.9 (82)
21.0 (70)
14.8 (59)
10.9 (52)
21,1 (70)
საშუალო დღიური °C (°F)
5.5 (42)
7.1 (45)
10.2 (50)
12.2 (54)
16.2 (61)
21.7 (71)
25.2 (77)
24.7 (76)
20.5 (69)
14.8 (59)
9.4 (49)
6.2 (43)
14,5 (58)
საშუალო დაბალი °C (°F)
0.2 (32)
1.2 (34)
3.5 (38)
5.7 (42)
9.3 (49)
13.9 (57)
16.8 (62)
16.5 (62)
13.1 (56)
8.7 (48)
4.1 (39)
1.4 (35)
7,9 (46)
ნალექი მმ (დუიმი)
29 (1.1)
32 (1.3)
22 (0.9)
38 (1.5)
44 (1.7)
22 (0.9)
9 (0.4)
10 (0.4)
24 (0.9)
51 (2)
49 (1.9)
42 (1.7)
371 (14,6)
საშ. მზიანი საათები
144
168
224
226
258
310
354
329
258
199
151
128
წყარო: Agencia Estatal de Meteorología[44] November 2011
წლიური ამინდი — კუატრო ვიენტოსის აეროპორტი, ქალაქის ცენტრიდან 8 კმ-ში (altitude: 690m, სატელიტური ხედი) (1981-2010)
თვე
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
წელი
საშუალო მაღალი °C (°F)
10.4 (51)
12.5 (55)
16.5 (62)
18.3 (65)
22.6 (73)
28.9 (84)
32.8 (91)
32.2 (90)
27.3 (81)
20.4 (69)
14.3 (58)
10.7 (51)
20,6 (69)
საშუალო დღიური °C (°F)
6.0 (43)
7.6 (46)
10.8 (51)
12.6 (55)
16.5 (62)
22.2 (72)
25.6 (78)
25.1 (77)
21.0 (70)
15.2 (59)
9.8 (50)
6.7 (44)
14,9 (59)
საშუალო დაბალი °C (°F)
1.6 (35)
2.7 (37)
5.1 (41)
6.8 (44)
10.4 (51)
15.4 (60)
18.3 (65)
18.1 (65)
14.6 (58)
9.9 (50)
5.4 (42)
2.7 (37)
9,3 (49)
ნალექი მმ (დუიმი)
34 (1.3)
35 (1.4)
25 (1)
43 (1.7)
50 (2)
25 (1)
12 (0.5)
11 (0.4)
24 (0.9)
60 (2.4)
57 (2.2)
53 (2.1)
428 (16,9)
საშ. მზიანი საათები
158
173
221
238
280
316
364
335
250
203
161
135
წყარო: Agencia Estatal de Meteorología[45] აპრილი 2013
XVI საუკუნის შუა ხანებში ეროვნულ დედაქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ, მადრიდის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1970-იანი წლების შემდეგ დაახლოებით 3 მილიონზე შეჩერდა.
1970 წლიდან 1990-იანი წლების შუა ხანებამდე ქალაქის მოსახლეობა შემცირდა. ეს მოვლენა, რომელიც ევროპის სხვა ქალაქებსაც შეეხო, ნაწილობრივ, გამოწვეული იყო ქალაქის ცენტრის ხარჯზე გარეუბნების ზრდით. სხვა მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ევროპის ეკონომიკის ზრდის შენელება.
დემოგრაფიული აღმავლობა დაჩქარდა 1990-იანი წლების ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში, რაც გამოწვეული იყო ესპანეთის ეკონომიკის ზრდის პასუხად აგორებული იმიგრაციული ტალღებით. აღწერების მონაცემების მიხედვით, მადრიდის მოსახლეობა 2001-დან 2005 წლამდე 271 856 ადამიანით გაიზარდა.
მადრიდი, როგორც ესპანეთის დედაქალაქი, მთელი მსოფლიოდან მრავალი ემიგრანტის ყურადღებას იპყრობს. 2007 წელს მოსახლეობის დაახლოებით 83,8 %-ს ესპანელები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის, ემიგრანტები ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან, აზიიდან, ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკიდან, ქალაქის მოსახლეობის 16,2 %-ს წარმოადგენდნენ.
2012 წლისათვის მადრიდში ცხოვრობდა დაახლოებით 250 000 მუსლიმი (ქალაქის მთლიანი მოსახლეობის 4 %-ზე ნაკლები), რომლებიც, ძირითადად, ემიგრანტებსა და მაროკოული და სხვა აფრიკული ქვეყნების წარმოშობის მქონე ადამიანებს წარმოადგენდნენ. მათგან 130 000-ზე (52 %) მეტი ესპანელი იყო.[48] მადრიდის იაპონური საზოგადოების მრავალი წევრი, განსაკუთრებით, ბავშვიანები, ცხოვრობს მახადაონდაში, მირასიერაში, ვაგუადასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ მადრიდის სხვა ნაწილებში, იაპონური საერთაშორისო სკოლის სიახლოვეს. სამსახურის სიახლოვის გამო ცენტრალური მადრიდი იზიდავს იაპონური კომპანიების მრავალ უშვილო თანამშრომელს.[47]
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მადრიდი 21 რაიონადაა დაყოფილი, რომლებიც, თავის მხრივ, 128 ბარიოდ იყოფა.
ბარახასი: ალამედა დე ოსუნა, აეროპუერტო, კასკო ისტორიკო დე ბარახასი, ტიმონი, კორალეხოსი.
დაგეგმარება და იერ-სახე
არქიტექტურა
ურბანული ქანდაკება
მადრიდის ქუჩები გარე ქანდაკების ნამდვილ მუზეუმს წარმოადგენს. ღია ცის ქვეშ მდებარე ქანდაკების მუზეუმი, რომელიც პასეო დე ლა კასტელიანაში მდებარეობს, აბსტრაქტულ ნამუშევრებს ეძღვნება, მათ შორისაა ედუარდო ჩილიდას სირენა ვარადა (სანაპიროს სირინოზი).
XVIII საუკუნიდან პასეო დელ პრადოს ამშვენებს კლასიკური მონუმენტური შადრევნები: არტიშოკის შადრევანი (ფუენტა დე ლა ალკაჩოფა), ოთხი შადრევანი (კუატრო ფუენტეს), ნეპტუნის შადრევანი (ფუენტო დე ნეპტუნო), აპოლონის შადრევანი (ფუენტო დე აპოლო) და კიბელეს (ან სიბელეს) შადრევანი (ფუენტო დე სიბელეს). ყველა მათგანი ვენტურა როდრიგესის მიერაა დაპროექტებული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხენოსანი ქანდაკებები, დაწყებული XVII საუკუნეში შექმნილი ორი ქანდაკებიდან: ჯამბოლონიას ფილიპე III-ის ქანდაკება პლასა-მაიორზე და ფილიპე IV-ის ქანდაკება პლასა-დე-ორიენტეზე (უდავოდ მადრიდის ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკება, ველასკესის პროექტის მიხედვით და გალილეო გალილეის სამეცნიერო რჩევის გათვალისწინებით შექმნა პიეტრო ტაკამ).
ბუენ-რეტიროს პარკის მრავალი არეა მართლაც სკულპტურულ სცენოგრაფიას წარმოადგენს, მათგან აღსანიშნავია რიკარდო ბელვერის დაცემული ანგელოზი და ხოსე გრასეს რიერას ალფონსო XII-ის მონუმენტი.
სხვა ობიექტებიდან აღსანიშნავია ნეონის სარეკლამო ნიშნები, რომელთაგან ზოგს ისტორიული ღირებულება გააჩნია და კანონითაა დაცული, ასეთებია Schweppes-ი პლასა დე კალაოზე და Tío Pepe პუერტა დელ სოლზე. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ გადაიტანეს შენობის სარესტავრაციო სამუშაოების გამო.
დაცემული ანგელოზის შადრევანი (Fuente del Ángel Caído) (რიკარდო ბელვერი)
სერვანტესის მონუმენტი პლასა დე ესპანიაზე
ხელოვნება და კულტურა
ეკლესიები
მადრიდში მრავალი კათოლიკური ეკლესიაა, რომელთაგან ზოგი ესპანეთის უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ქმნილებათა შორისაა.
დღემდე შემორჩენილ ეკლესიათაგან უძველესია სან-ნიკოლას-დე-ლოს-სერვიტასის ეკლესია, რომლის ყველაზე ძველი ნაწილი, სამრეკლო, XII საუკუნეს განეკუთვნება და მუდეხარის სტილშია აგებული. მეორე უძველესი ეკლესიაა სან-პედრო-ელ-რეალი, თავისი მაღალი აგურის კოშკით.
სან-ხერონიმეს გოთური ეკლესია პრადოს მუზეუმის გვერდით მდებარეობს. კათოლიკე მონარქებმა მისი მშენებლობის ბრძანება XV საუკუნეში გასცეს, როგორც გამქრალი მონასტრის ნაწილისა. შემონახულია მონასტრის გალერეა. იგი ახლახან განახლდა რაფაელ მონეოს მიერ, რაც მიზნად ისახავდა აქ პრადოს მუზეუმის ნეოკლასიკური კოლექციისა და ლეონე ლეონის სკულპტურების განთავსებას.
ეპისკოპოსის კაპელა არის გოთური სამლოცველო, რომელიც პლასენსიის ეპისკოპოსის გუტიერე დე ვარგასის ბრძანებით აშენდა XVI საუკუნეში. იგი, თავდაპირველად, აიგო წმინდა ისიდორე ლაბორერის (მადრიდის მფარველი წმინდანი) ნაშთების შესანახად, თუმცა, საბოლოოდ, ვარგასების ოჯახის მავზოლეუმად გამოიყენეს. სამლოცველოში განთავსებულია საკურთხევლის ხატები და ვარგასის ოჯახის საფლავები, რომლებიც ალონსო ბერუგუეტეს მოწაფის, ფრანსისკო ხირალტეს ნამუშევრებს წარმოადგენენ და ესპანური რენესანსის სკულპტურის შედევრებად განიხილებიან.
წმინდა ისიდორეს ეკლესია 1620-1664 წლებს შორის აშენდა კარლ V-ის ქალიშვილის, ინფანტა მარია ესპანელის ბრძანებით, რათა გამხდარიყო იეზუიტთა სკოლის ნაწილი, რომელიც დღემდე არსებობს. ეკლესიის გუმბათი წარმოადგენს პირველ მაგალითს თაბაშირით დაფარული ხისჩარჩოიანი გუმბათისას, რომელსაც, მისი სიმსუბუქის გამო, იოლად იყრდნობს კედლები. ტაძარი წარმოადგენდა მადრიდის კათედრალს 1885-1993 წლებში, ალმუდენას კათედრალის მშენებლობის დასრულებამდე. მასში არსებული სახელოვნებო ნამუშევრების ნაწილი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დაიწვა, თუმცა გადარჩა წმინდა ისიდორეს საფლავი მისი უხრწნელი სხეულითურთ და ურნა მისი ცოლის, მარია ტორიბიას ფერფლით.
ლა-ენკარნასიონის სამეფო მონასტერი ავგუსტინელთა მოსახსენიებელი მონასტერია. დაწესებულება, რომელიც წარჩინებულ ქალბატონებს ეკუთვნოდა, დააარსა ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ცოლმა მარგარეტ ავსტრიელმა XVII საუკუნის დასაწყისში. მასში არსებული ფრესკებისა და ქანდაკებების გამო, იგი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტაძარია. მონასტერი აგებულია არქიტექტორ ფრაი ალბერტო დე ლა მადრე დე დიოსის მიერ 1611-1616 წლებში. ფასადი პასუხობს ჰერერიანის სტილის მკაცრ სისადავეს და სხვა ესპანური ტაძრების იმიტაციას წარმოადგენს. ეკლესიის ინტერიერი ბაროკოს პერიოდის დიდი არქიტექტორის, ვენტურა როდრიგესის მდიდრული ნამუშევარია.
ეკლესიაში შემონახულია აკლდამები, რომლებშიც წმინდა იანუარიუსისა და წმინდა პანტელეიმონის სისხლია შემონახული, ეს უკანასკნელი (ტრადიციის მიხედვით) ყოველი წლის 27 ივლისს, წმინდანის ხსენების დღეს თხევადდება.
სან-ანტონიო-დე-ლოს-ალემანესი (წმინდა ანტონის ეკლესია) XVII საუკუნის ლამაზი ტაძარია, რომელიც თავდაპირველად პორტუგალიური საავადმყოფოს ნაწილი იყო, მოგვიანებით კი ქალაქში მცხოვრებ გერმანელებს აჩუქეს. ეკლესიის ინტერიერი ახლახან აღადგინეს. აქაა ლუკა გიორდანოს, ფრანსისკო კარენოსა და ფრანსისკო რისის მიერ დახატული რამდენიმე შესანიშნავი ფრესკა, რომლებზეც გამოსახულია ესპანეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბოჰემიის ზოგირთი მეფე. ყველა მათგანი შეჰყურებს კამარის მოხატულობას, რომელიც წმინდა ანტონ პადუელის ცხოვრებას ასახავს.
წმინდა ანტონ ფლორიდელის სამეფო კაპელას ზოგჯერ „გოიას სიქსტეს კაპელასაც“ უწოდებენ. სამლოცველო მეფე კარლ IV-ის ბრძანებით აიგო, სწორედ მან შეუკვეთა გოიას ფრესკები. სამუშაოები 1798 წელს ექვს თვეში დასრულდა. ეს ფრესკები წმინდა ანტონ პადუელის სასწაულებს ასახავენ, რომელთაგან ერთი ლისაბონში აღსრულდა, თუმცა მხატვარმა ის მადრიდში გამოსახა. ყოველ 13 ივნისს სამლოცველო მნიშვნელოვანი პილიგრიმული ცენტრი ხდება, ამ დროს ტაძარში თავს იყრის მრავალი გასათხოვარი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ლოცულობენ და წმინდა ანტონს საქმროს სთხოვენ.
სან-ფრანსისკო-ელ-გრანდეს ბაზილიკა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნეოკლასიცისტურ სტილში ააგო ფრანჩესკო საბატინიმ. ბაზილიკას აქვს სიდიდით მეხუთე გუმბათი ქრისტიანულ სამყაროში (მისი დიამეტრი 33 მეტრს შეადგენს და უფრო პატარაა, ვიდრე რომის პანთეონის (43,4 მ), წმინდა პეტრეს ბაზილიკის (42,4 მ), სანტა-მარია-დელ-ფიორესა (42 მ) და მოსტას როტონდის (37,2 მ) გუმბათები, თუმცა უფრო დიდია, ვიდრე ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრისა (30,8 მ) და აია-სოფიას ტაძრის (31,8 მ) გუმბათები).
ეკლესია ეძღვნება წმინდა ფრანცისკე ასიზელს, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, იმყოფებოდა მადრიდში, როდესაც სანტიაგო-დე-კომპოსტელას მოსალოცად მოგზაურობდა. მისი მდიდრული ინტერიერი ხელოვნების მრავალი ნიმუშითაა შემკულია, მათ შორისაა გოიასა და სურბარანის ფერწერული ნამუშევრები.
სანტა-მარია-ლა-რეალ-დე-ლა-ალმუდენა არის მადრიდის არქიდიოცეზის ეპისკოპოსის საყდარი. ტაძრის სიგრძე 102 მეტრია, ხოლო სიმაღლე — 73 მეტრი. ის XIX-XX საუკუნეებში შენდებოდა და სხვადასხვა სტილის სინთეზს წარმოადგენს: ექსტერიერი ნეოკლასიცისტურია, ინტერიერი — ნეოგოთიკური, კატაკომბა — ნეო-რომანული, ხოლო საკურთხევლის მხატვრობა ნეო-ბიზანტიურ სტილშია შესრულებული.
კათედრალი იმავე ადგილზეა აშენებული, სადაც მავრების ციტადელი (ალ-მუდაინა) იდგა. ტაძარი პაპმა იოანე-პავლე II-მ აკურთხა 1993 წლის 15 ივნისს ესპანეთში თავისი მეოთხე მოგზაურობის დროს, ამიტომაც, იგი პაპისადმი მიძღვნილი ერთადერთი კათედრალია ესპანეთში.
კლასიკური მუსიკა და ოპერა
მუსიკის ეროვნული აუდიტორია (Auditorio Nacional de Música)[49] მადრიდის კლასიკური მუსიკის კონცერტების მთავარი სცენაა. იგი წარმოადგენს სახლს ესპანეთის ეროვნული ორკესტრისა და ჩამარტინის სიმფონიური ორკესტრისათვის,[50] ასევე, მადრიდის ავტონომიური გაერთიანების ორკესტრისა და მადრიდის სიმფონიური ორკესტრის სიმფონიური კონცერტების სცენას. ეს არის, ასევე, ძირითადი სივრცე მადრიდში დასაკრავად ჩამოსული ორკესტრებისათვის.
სამეფო თეატრი (Teatro Real), რომელიც ზუსტად სამეფო სასახლის წინ მდებარეობს, მადრიდის უმთავრესი ოპერის სახლია. მასში განთავსებულია მადრიდის სიმფონიური ორკესტრი.[51] თეატრი, წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მასპინძლობს დაახლოებით 17 საოპერო ღონისძიებას (როგორც საკუთარ ნამუშევრებს, ასევე ევროპის სხვა უმთავრეს საოპერო სახლებთან ერთად შექმნილ ნიმუშებს), ასევე ორ ან სამ ძირითად ბალეტსა და რამდენიმე სოლოს.
სარსუელას თეატრი (Teatro de la Zarzuela) უმთავრესად, ეთმობა სარსუელას (ტრადიციული ესპანური მუსიკალური-თეატრალური ჟანრი), ასევე, ოპერეტასა და სოლო შესრულებას.[52][53] თეატრში განთავსებულია მადრიდის ავტონომიური გაერთიანების ორკესტრი.
მონუმენტური თეატრი (Teatro Monumental) ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს.[54]
კლასიკური მუსიკისათვის განკუთვნილი სხვა სივრცეებია ხუან მარჩის ინსტიტუტი (Fundación Joan March) და აუდიტორია 400, რომელიც თანამედროვე მუსიკას ეძღვნება.
ადგილობრივი დღესასწაულები
2 მაისი, ფიესტა დე ლა კომუნიდადი (მადრიდის კომუნის დღე).
15 მაისი, სან-ისიდრო ლაბრადორი (მადრიდის მფარველი წმინდანი).
13 ივნისი, სან-ანტონიო დე ლა ფლორიდა (მონკლოას სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
16–25 ივლისი, დელ-კარმენის ღვთისმშობლის ზეიმი (ვალეკასის სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
6–14 აგვისტო, დე-ლა-პალომას ღვთისმშობლის ზეიმი (მადრიდის პოპულრაული მფარველი წმინდანი).
7 აგვისტო, სან-კაიეტანო (კასკოროს სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
10 აგვისტო, სან-ლორენსო (ლავაპიესის სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
9 ნოემბერი, ალმუდენას ღვთისმშობლის დღესასწაული (მადრიდის მფარველი წმინდანი).
განათლება
განათლება ესპანეთში თავისუფალია და სავალდებულოა 6-დან 16 წლამდე. ამჟამინდელ განათლების სისტემას ეწოდება LOE (Ley Orgánica de Educación).[55]
უნივერსიტეტები
მადრიდში მრავალი საჯარო და კერძო უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებს შორისაა, მრავალი მათგანი კი ესპანეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია.
მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი (Universidad Complutense de Madrid) უდიდესია ესპანეთში და ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში. მას 10 000 თანამშრომელი და 117 000 სტუდენტი ჰყავს. თითქმის ყველა აკადემიური თანამშრომელი ესპანელია. უნივერსიტეტი განთავსებულია ორ კამპუსში: სიუდად უნივერსიტარიის საუნივერსიტეტო კვარტალსა (მონკლოა, მადრიდი) და სომოსაგუასში.[56] კომპლუტენსეს უნივერსიტეტი დაარსდა ალკალა-დე-ენარესში, ძველ კომპლუტუნში კარდინალ სისნეროსის მიერ 1499 წელს. მიუხედავად ამისა, მისი რეალური დაარსების დარიღად მიჩნეულია 1293 წელი, როდესაც კასტილიის მეფე სანჩო IV-მ დააარსა ალკალას გენერალური სკოლები, რომლებმაც დასაბამი მისცეს სისნეროსის კომპლუტენსეს უნივერსიტეტს. უნივერსიტეტში 1509-1510 წლების კურსის განმავლობაში უკვე ფუნქციონირებდა ხუთი სკოლა: ხელოვნებისა და ფილოსოფიის, ღვთისმეტყველების, კანონიკური სამართლის, შვიდი თავისუფალი ხელოვნებისა და მედიცინის. 1836 წელს, ისაბელ II-ის მმართველობისას უნივერსიტეტი გადაიტანეს მადრიდში, სადაც ცენტრალური უნივერსიტეტის სახელი მიიღო და სან-ბერნარდოს ქუჩაზე განთავსდა. მოგვიანებით, 1927 წელს, ახალი საუნივერსიტეტო არეალის აშენება დაიგეგმა მონკლოა-არავაკას რაიონში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მეფე ალფონსო XIII-მ სპეციალურად ამ მიზნით გამოყო. ესპანეთის სამოქალაქო ომის მსვლელობისას სიუადად უნივერსიტარიის ტერიტორია ბრძოლების ზონაში მოექცა, რის შედეგადაც დაინგრა რამდენიმე სკოლა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და დაიკარგა მისი მდიდარი სამეცნიერო, მხატვრული და ბიბლიოგრაფიული მემკვიდრეობის ნაწილი. 1970 წელს, მთავრობის გატარებული უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად ცენტრალური უნივერსიტეტი გახდა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი. ამ პერიოდში ახალი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლისათვის შეიქმნა სომოსაგუასის ახალი კამპუსი, ხოლო ძველ ალკალას კამპუსში, 1977 წელს, გაიხსნა დამოუკიდებელი ალკალას უნივერსიტეტი. კომპლუტენსე, ასევე, ემსახურება იმ სტუდენტებს, რომლებმაც მადრიდი აირჩიეს თავიანთ საცხოვრებლად საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში. სტუდენტებს, მაგალითად, შეერთებული შტატებიდან, შეუძლიათ ჩავიდნენ მადრიდში API-ს (საერთაშორისო უმაღლესი განათლების პროგრამები) მსგავსი პროგრამებით და კომპლუტენსეში გაიარონ ინტენსიური სასწავლო კურსები ესპანურ ენაზე. უნივერსიტეტის კამპუსის გარემო ქალაქში დროებით მცხოვრებ სტუდენტებს საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეთ ქალაქის ყველა ობიექტზე, როგორებიცაა რეტიროს პარკი, პრადოს მუზეუმი და მრავალი სხვა. უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ სტუდენტები სახლში ბრუნდებიან ესპანური ენის, კულტურისა და მრავალფეროვნების თავისუფალი აღქმითა და შეგრძნებით.[57]
საერთაშორისო ურთიერთობები
დაძმობილებული ქალაქები
მადრიდთან დაძმობილებული, დობილი და პარტნიორი ქალაქების სია:[58]
↑Ocupaciones achelenses en el valle del Jarama (Arganda, Madrid);Santonja, Manuel; López Martínez, Nieves y Pérez-González, Alfredo;1980;Diputación provincial de Madrid;ISBN 84-500-3554-6
↑ამის შესახებ ცნობას გვაწვდის XV საუკუნის არაბი გეოგრაფი ალ-ჰიმიარი, რომელიც თავის წიგნში „სურნელოვანი ბაღის წიგნი ქვეყანათა სიახლეების შესახებ“ აღწერს: „მადრიდი, ალ-ანდალუსიის ღირსშესანიშნავი ქალაქი, რომელიც ააგო ამირა მუჰამად იბნ აბდ ალ-რაჰმანმა...“
↑ 47.047.1Conte-Helm, Marie. The Japanese and Europe: Economic and Cultural Encounters (Bloomsbury Academic Collections). A&C Black, 17 დეკემბერი, 2013. ISBN 1780939809, 9781780939803. გვ. 111.
↑„Universidad Complutense“. Missouri-St. Louis University. 10 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2015.
↑Lisboa - Geminações de Cidades e Vilas Portuguese. Associação Nacional de Municípios Portugueses [National Association of Portuguese Municipalities]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-20. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2013.