კორდოვის სახალიფო — ფეოდალური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქი კორდოვა. 756 წელს ომაიანმა აბდ ალ-რაჰმან I–მა აქ შექმნა კორდოვის საამირო, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა აბასიანთა სახალიფოსგან. IX საუკუნის მიწურულში კორდოვის საამირო დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ ალ-რაჰმან III–მ (912–961 წწ.) გააერთიანა ეს სამთავროები და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. კორდოვის სახალიფო ცენტრალიზებული დესპოტია იყო, სადაც მთელი ძალაუფლება ხალიფას ეკუთვნოდა. მეორე ფიგურა იყო მთავარი მინისტრი — ჰაჯიბი. ხალიფა ალ-ჰაქამ II–ის (961–975 წწ.) სიკვდილის შემდეგ კორდოვის სახალიფოს ფაქტობრივად განაგებდა ჰაჯიბი მუჰამად იბნ ამირ ალ-მანსური (976–1002 წწ.); მერე კი მისი ძე აბდ ალ-მალიქი (1002–1008 წწ.). კორდოვის სახალიფო წარმოადგენდა არაბული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აქაურმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს ევროპაში ანტიკური მეცნიერების ტრადიციების შენარჩუნებაში. XI საუკუნის I მესამედი აღინიშნა ფეოდალური შინაომებით. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და კორდოვიდან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. კორდოვის სახალიფო მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.
მმართველთა სია
ომაიანი ამირები
ომაიანი ხალიფები
ჰამუდიდების ხალიფები
ომაიანების ხალიფები
ლიტერატურა
- Simon Barton, A History of Spain (New York: Palgrave MacMillan, 2004).
- Anwar G. Chejne, Muslim Spain: Its History and Culture (Minneapolis: The University of Minnesota Press, 1974)
|
---|
| ბრძოლები | |
---|
| პიროვნებები | |
---|
| ფეოდალური გაერთიანებები | |
---|
|
იმპერიები |
---|
| ანტიკური ხანის იმპერიები | |
---|
| შუა საუკუნეების იმპერიები | |
---|
| ახალი და უახლესი ეპოქის იმპერიები | |
---|
|